ფოტოშპალერი - XXI საუკუნის ახალი ტენდენცია

თანამედროვე სამყაროში გარემო იმდენად დაბინძურებულია, რომ ის ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქვათ არაერთი მწვავე დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. სამშენებლო თუ საავტომობილო გამონაბოლქვი აღნიშნულის მთავარი მიზეზია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დახურული სივრცე, რომელშიც ვიმყოფებით და დროის დიდ ნაწილს ვატარებთ. სამშენებლო და სარემონტო მასალების ხარისხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ არ გვინდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. მათი შერჩევა უნდა მოხდეს არა მხოლოდ გამძლეობის,
არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ უნდა შეარჩიოს საღებავი, რომელიც არ შეიცავს ტყვიას, რადგან ის საკმაოდ მავნეა, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის.
ინტერიერის თვალსაზრისით დღეს ძალიან პოპულარული ტრენდია ფოტოშპალერები, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. თუმცა მისი შერჩევისას თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას, თუ რა აპარატით და როგორ ქაღალდზე იბეჭდება ის, არის თუ არა მავნე ჯანმრთელობისთვის. როგორც ჩვენ გამოვიკვლიეთ, საქართველოში ფოტოშპალერებს უმეტესად Eco Solvent საღებავით ბეჭდავენ. ამ საღებავსა და წყლის საღებავებს შორის, რომელიც HP Latex აპარატში ისხმევა, ძალიან დიდი განსხვავებაა. Eco Solvent იმდენად მავნეა, რომ ამ ტიპის საღებავით ფოტოშპალერებს განვითარებულ ქვეყნებში საერთოდ არ ბეჭდავენ.

პროდუქტს, რომელსაც HP Latex იყენებს, უსაფრთხო საბეჭდ მელანს უწოდებენ. პირველი, რაც მას სხვა პროდუქტებისგან განასხვავებს, არის ის, რომ არ აქვს უსამოვნო სუნი და გაკრვეული ცხიმოვნობა ზედაპირზე. მასზე დაბეჭდილ შპალერს იყენებენ ისეთ სენსიტიურ სივრცეებშიც კი, როგორიცაა ჰოსპიტალი, საბავშვო ბაღი და სკოლა. ადრე აღნიშნულ სივრცეებში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს იყენებდნენ ხოლმე, ახლა მათ ინტერიერის გალამაზების მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ჯანმრთელი შესალებლობა მიეცათ.
გარდა იმისა, რომ HP Latex ეკოლოგიურად სუფთა საღებავს იყენებს, თავად აპარატიც ეკომეგობრულია. ეს ნიშნავს, რომ მათში ჩაშენებულია თვითწმენიდს სისტემა, რომელიც ბეჭდვის პროცესსა და მის ხარისხს სრულად აკონტროლებს. მათ აქვთ ყოველდღიური, კვირეული და თვიური წმენდის სისტემები.
მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს და შეკვეთის გაკეთებამდე დეტალურად გამოიკვლიოს, თუ რომელი აპარატითა და საღებავებით მოხდება მისი შპალერის დამზადება. ჩვენ დავინტერესდით, ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა საქართველოში. როგორც გავარკვიეთ, საქართველოში ეს პროცესი არ კონტროლდება და სტამბების უმეტესობა, რომლებიც ფოტოშპალერებს გთავაზობენ, სწორედ Eco Solvent საღებავებს იყენებენ. მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში HP Latex პრინტერით Printarea მუშაობს. „პრინტარეას“ Eco Solvent საღებავიანი დანადგარებიც აქვს, თუმცა მათზე შპალერის დაბეჭდვა არ ხდება. რადგან სარეკლამო კომპანია აღნიშნულ ორივე მიმართულებით მუშაობს, სწორედ მათ მივმართეთ კითხვით თუ რა განსხვავებაა Eco Solvent-იან და HP Latex დანადგარებს შორის.
როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, Eco Solvent საღებავები იმდენად მავნეა, რომ მათი დახურულ სივრცეში გამოყენება არ შეიძლება. HP Latex აპარატები კი Printarea-ს საერთო სამუშაო სივრცეში მდებარეობს და მას არანაირი მავნე ზემოქმედება არ აქვს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. ამ აპარატებზე იბეჭდება ეკოლოგიურად სუფთა შპალერები, რომელიც სხვა საღებავით დაბეჭდილი ანალოგებისგან განსხვავებით სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ოთახებისთვისაც.
სწორედ ამ კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ ფოტოშპალერი, თუმცა აღნიშნულის პარალელურად აუცილებელია, რომ ყურადღებით შეარჩიოთ თითოეული სარემონტო მასალა თუ ავეჯი. არ დაგავიწყდეთ, უხარისხო პროდუქციას თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია.

კომენტარები

saab 2019-09-05 08:44
ჩემი ხელით და წყლის საღებავებით დახატული უფრო უსაფრთხოა. თან შიგ ანტიბიოტიკები ურევია :))))
ნინო 2019-09-04 16:42
სარეკლამო განცხადების სტატიად გამოცხობა რა სპორტია??
Tamari 2019-09-02 08:35
Tuki aseti sazianoa janmrtelobistvis ratom adzleven uplebas rom dabechton
Tamari 2019-09-02 08:33
Mainterrsebs es poto spalerebi 5kv.m partis otaxis mtliani kedlis spaleri ra jdeba
ჟ. მ. 2019-08-31 20:27
ყველანაირ ფოტოშპალერს ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია, ამიტომ ჩვეულებრივი შეიძინეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები