ჯანი ვერსაჩეს ზღაპრული სასახლე - როგორ სახლში ცხოვრობდა ლეგენდარული დიზაინერი

იტალიელი დიზაინერი, ჯანი ვერსაჩე მაიამიზე იყო შეყვარებული. მას ოკეანის სანაპიროსთან ახლოს, მდიდრული და ულამაზესი სასახლე ჰქონდა, სწორედ ამ სასახლესთან ახლოს მოკლეს ის 1997 წელს.
Versace-ს დამფუძნებლის მკვლელობის ამბავი დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. 1997 წლის 15 ივლისს ის მაიამიდან, თავისი ვილიდან სანაპიროზე გავიდა, News Café-ში ყავა მიირთვა, სახლისკენ მიმავალი დიზაინერი კი ენდრიუ კუნენმა მოკლა. უცნობია, თუ რატომ მოკლა კუნენმა ვერსაჩე, ან იცნობდნენ თუ არა ისინი საერთოდ ერთმანეთს.
არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მკვლელმა დიზაინერი შემთხვევამდე ერთი წლით ადრე გაიცნო და მაშინ აღფრთოვანებული იყო
მისით, მაგრამ მოგვიანებით, ურთიერთობა დაეძაბათ. მეორე ვერსიის მიხედვით, კუნენი სერიული მკვლელი იყო, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ მოკლა ლეგენდარული დიზაინერი.
ვერსაჩეს სასახლე მაიამიში ჯერ კიდევ 1930 წელს აშენდა. ვილა დიზაინერმა 1992 წელს, 2,95 მილიონ დოლარად შეიძინა და მთლიანად განაახლა.
ამ სახლში ჯანისთან ერთად ხშირად რჩებოდნენ მისი და, დონატელა ვერსაჩე, ასევე პრინცესა დაიანა, მადონა და სხვა ცნობილი ადამიანები. დღეს ვერსაჩეს სასახლეში სატუმროა განთავსებული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია აუზი, რომელიც ოქროს ფილებითაა მოპირკეთებული.
Shin.ge დიზაინერის ზღაპრულ სასახლეში შეგახედებთ:

1. ეს დონატელა ვერსაჩეს საძინებელია.



2. სასახლის მდიდრული აუზი.



3. ეს ოთახი ჯანი ვერსაჩეს განსაკუთრებით ჰყვარებია. მისი ფანჯრებიდან ოკეანის სანაპიროს ხედი იშლება.



4. აბაზანა



5. ეს კი სასახლის ტერასაა.



6. ჯანი ვერსაჩეს საძინებელი



7. სასახლის ფოიე



8. გარე ხედი



9. ერთ-ერთი საძინებელი



10. ტერასა სახურავზე ულამაზესი ხედებით.

კომენტარები

დამიანე 2020-01-18 22:59
ვაიმეეეე! მაგას რომ არა აბა ვისს ვისსსსს????
kiki-ს 2020-01-16 14:03
ვერ იცხოვრებდი, თორემ ვინ გაძლევს?
გიორგი 2020-01-16 14:03
ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით. მიყვარს ასეთი რამეები
kiki 2020-01-16 09:01
ასეთ სახლში ვერ ვიცხოვრებდი. მინიმალისტური ინტერიერის მომხრე ვარ
ჟანა 2020-01-15 16:56
ეეჰ ცოცხლებს არაფერი გვყოფნის და მერე ???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები