10 საჭირო რჩევა მას, ვისაც საოცნებო სამზარეულოს მოწყობა უნდა


არასწორად დაგეგმილმა და მოწყობილმა სამზარეულომ შესაძლოა დიასახლისს სადილის კეთების და ფუსფუსის სურვილი საერთოდ დაუკარგოს.
ნებისმიერ სამზარეულოს უნდა ქონდეს მთავარი ზონები – ეს გახლავთ გასარეცხი ზონა, შესანახი და სამუშაო ზონა.
ამ წერტილებს სწორად თუ განათავსებთ თავს კომფორტულად იგრძნობთ და სამზარეულოში ფუსფუსიც სასიამოვნი პროცესი იქნება.
თქვენი სამზარეულო მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს წვრილმანი დეტალების გათვალისწინებითაც კი თავი ნამდვილს შეფ-მზარეულად რომ იგრძნოთ.



მაშ ასე, გაეცანით სპეციალისტების რჩევებს:









1. კუთხის ნიჟარის დამონტაჟებას ადგილის მოგების მიზნით არ გირჩევთ, ეს საკმოდ მოუხერხებელია. თუ სხვა გზა არ
არსებობს გირჩევთ ნიჟარა კუთხის კარადის გვერდით დაამონტაჟოთ.  

2. უმჯობესია ნიჟარა სამზარეულო გარნიტურის ცენტრში დაამონტაჟოთ და მის თავზე საშრობი განათავსოთ, ან პატარა ზომის ღია თროები.

3. თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის დამონტაჟებას აპირებთ ის ნიჟარიდან მარჯვნივ განათავსეთ, თუ მემარცხენე ხართ, მაშინ მარცხნივ, ასე მისი გამოყენება ბევრად მოსახერხებელი იქნება.

4. ყოველთვის დაიცავით სამკუთხედის მოწყობის წესი – გასარეცხი, სამუშაო და შესანახი ზონები ერთმანთს ჰარმონიულად და მოხერხებულად უნდა უკავშირდებოდეს.

ნიჟარა უმჯობესია მაცივარსა და გაზქურას შორის განთავსდეს. ეს ლოგიკურია, მაცივრიდან ვიღებთ პროდუქტს, ვრეცხავთ, ვჭრით და ქურაზე ვამზადებთ.

5. თუ ადგილი ამის საშუეელბას იძლევა ზონებს შორის დაშორება გააკეთეთ მინიმუმ 60 სმ. მთავარი სამუშაო ზონა კი ნიჯარასა და გაზქურას შორის დაგეგმეთ. 80 სმ –იანი დაშორება კი იდეალური ვარიანტია.

6. იმისათვის, რომ სამზარეულოში უაზროდ სიარული არ გიწევდეთ ყველაფერი წინასწარ გათვალეთ, მაგალითად, ნაგვის კონტეინერი სამუშაო ზონის ქვემოთ უნდა განათავსოთ, სარეცხი საშუალებები ნიჟარის ქვემოთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა მარჯვნივ _ ასე თქვენ სწრაფად და კომფორტულად შეძლებთ მუშაობას.

7. ეცადეთ და სპეციალური ადგილი გამოყავით პროდუქტის დასამუშავებლად და ქვემოთ აუცილებლად დაუმონტაჯეთ სანაგვე ურნა.

8. ძალიან ეფექტურად ითვლება ისეთი კარადები, რომელსაც გაღება არ ჭირდება, ანუ გამოსაწევი. თქვენ არ დაგჭირდებათ კარის გასაღებად უკან გაწევა.
ეს ძალიან მოსახერხებელია.

9. სანამ სანტექნკის მაღაზიას ესტუმრებოდეთ აუცილებლად დაგეგმეთ მომავლის ონკანის დამონტაჟება. Pპირველ რიგში ის მაღალი უნდა იყოს, რომ მაღალი ჭურჭელიც კი კომფორტულად გარეცხოთ.

10. ვისაც ხშირად და ბევრის კეთება უწევს მას ისეთი ონკანის დამონტაჟებას ვთავაზობთ, რომელსაც მოძრავი შხაპის ფუნქციაც ექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის რეცხვა მაღალი წნევით და ნებისმიერი მიმართულებით იქნება შესაძლებელი და ეს ძალიან მოსახერხებელია.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები