4 მომგებიანი ფერთა შეხამება, რომელიც ნებისმიერ ოთახს უხდება

სახლის გასაფორმებელი ფერების შერჩევისას, მობინადრეთა უმრავლესობა კლასიკურ ტონებს ანიჭებს უპირატესობას. კლასიკური შეხამება ყოველთვის მოდურია, თუმცა ზოგჯერ კლასიკაც მოსაწყენია და რაღაც ახლისა და თანამედროვეს მოთხოვნილება ჩნდება. დიზაინერებმა ფერთა შეხამებები შეიმუშავეს, რომლებიც ყველა სახლისთვის აქტუალური იქნება.

ფერთა პალიტრის არჩევისას პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ, როგორი გარემო მოქმედებს დადებითად თქვენს განწყობაზე. შეიძლება ეს იყოს ეკლექტიკა, მოდერნი ან მინიმალიზმი. ძირითადი ფერის არჩევის შემდეგ მისი შესაფერისი ტონალობები უნდა შეირჩეს, ცივი ან თბილი ფერები. შესაძლოა მონოქრომული შეხამება იყოს ან კონტრასტული ფერები. როგორი ფერები უხდებიან ერთმანეთს ნებიემიერ ინტერიერში
- სწორედ ამას შეეხება ჩვენი მიმოხოლვა.

1. თეთრი მუქ ლურჯ და ღია ლურჯთან



სპეცილისტების თქმით, ნეიტრალური ფერების გვერდით არსებობს ტონალობების დიდი სპექტრი. ღია ლურჯისა და მუქი ლურჯის შეხამებებმა შეიძლება სივრცეში უშფოთველი განწყობაც შემოიტანონ და მკვეთრი, მოდური აქცენტებიც. ამ ტანდემის უზადო დაგვირგვინებაა თეთრი. ეს პალიტრა ყოველთვის აქტუალური იქნება და მოდიდანაც არ გადავა.

2. რუხის ელფერი


რუხი დიზაინერების ერთ-ერთ საყვარელ ფერად ითვლება და ყველანაირ გაფორმებაში იყენებენ. ამას თავისი მიზეზები აქვს. მინიმალიზმის თაყვანიმცმლებისთვის რუხი მრავალი ელფერით არის საინტერესო როგორც ცივი, ასევე თბილი ტონალობების თვალსაზრისით.
თუ მკვეთრი აქცენტების მომხრე ხართ, რუხს იდეალურად შეუხამებთ ყველანაირ ფერთა გამას. განსაკუთრებით მოუხდება სკანდივიურ სტილს, რომელიც ნებისმიერ ბინას დაამშვენებდა. საინტერესო შეხამებაა ღია რუხი ფონი დაუმუშავებელ, უხეშ მასალებთან: ხესთან, აგურთან, ქვასთან. ვისაც ლოფტის სტიილში სურს გაფორმება, შეუძლიათ რუხ ფერს სპილენძის, ოქროსფერი, ფოლადის და ვერცხლისფერი აქსესუარები შეუხამოს.  კრემისფერთან შეზავებული რუხი ფერი სითბოს და სიმყუდროვეს ქმნის.
რუხ ფერთან კარგი განათება დაგჭირდებათ, ნათურები რამდენიმე დონედ დაამონტაჟეთ. ყოველ ზონას თავისი განათება უნდა ჰქონდეს, ამიტომ მხოლოდ ჭაღები არ გეყოფათ.

3. მიწიერი ელფერი


მიწის ფერები - აქტუალური და მოთხოვნადი ტრენდია. ნიადაგის, მინერალების, ქვის ბუნებრივი ტონალობები ჩვენი გარემომცველი სამყაროს ნაწილია. მხედველობითი რეცეპტორები ამ ფერებს უფრო მშობლიურად და თბილად აღიქვამენ. იდეალური ფონია ინტერიერისთვის. მოყავისფრო-მოყვითალო ფერები ერთ ტონალობის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ძალიან უხდებიან ერთმანეთს.

მთავარი როლი ყავისფერს ეკუთვნის,  ელფერი შეიძლება ბევრი ვარიაციით მივანიჭოთ: მუქი ნარინჯისფერი, წითელი აგურისფერი, მოწითალო ყვითელი. თუ ამ პალიტრას კრემისფერს ან პასტელურ ფერებს დაამატებთ , ნებისმიერი ინტერიერის მოწყობას შეძლებთ. ხის იატაკი, ღია ფერის ნახატები სიმყუდროვეს შემატებენ. მკვეთრი აქცენტების გაკეთება დეკორატიული ბალიშებით და ტექსტილით შეგიძლიათ. გამოგადგებათ ხალიჩებიც გახუნებული წითელი და კრემისფერი ფერებით.


4. თეთრი და რუხი


თანამედროვე მოდური ინტერიერის შესაქმნელად თეთრისა და რუხის ტანდემი იდეალური ვარიანტია. ამ ფერთა შეხამებებს ძირითადად ლოფტის და ჰაი-ტეკის სტილის ინტერიერებში იყენებენ. ამ ფერთა გამა კარგად ეხამება განათების საშუალებებს, ნიკელის ელემენტებს, კიბის მოაჯირებს. განსაკუთრებით უხდება შუშის ავეჯი.




როცა ინტერიერში ამ ფერებს ირჩევთ,  გამოიყენეთ ქვის ეფექტი, ასევე მეტალის დეტალები. მკვეთრი აქცენტებისთვის გამოგადგებათ გრაფიტის სანათები და მუქი ფერის ავეჯი. გობელენები და შალის პლედი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები