ფსიქოლოგიურად გამართლებული: როგორ შევარჩიოთ კედლების ფერი ლუშერის ტესტის დახმარებით

დიზიანერებმა მშვენივრად იციან ფერის აღქმის ფსიქოლოგიის შესახებ, თუმცა ინტერიერის მოწყობის დროს, კედლების ფერის შერჩევისას, დამკვეთის ფსიქოტიპის შესწავლას ძალიან იშვითად ახდენენ.

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ლუშერის ტესტის შესახებ, რომლიც ფერის შერჩევას გულისხმობს. ეს ტესტი ფერის შერჩევის მეშვეობით თქვენს ფსიქოლოგიურ განწყობას განსაზღვრავს.

ფსიქოლოგი მაქს ლუშერი ოთხ ძირითად ფერს გამოყოფს, ესენია: წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი. აღნიშნულ ოთხ ფერს იგი ოთხ ძირითად გრძნობას უკავშირებს: საკუთარი თავის პატივისცემას, საკუთარი თავის ნდობას, თვითშეზღუდვას და თვითგანვითარებას.
ლუშერის ტესტის ინტერპრეტაცია ყოველთვის ძალიან მკაფიო გახლავთ გამომდინარე იქიდან, რომ
კავშირი ფერსა და ადამიანის შინაგან განწყობას შორის ყოველთვის ზუსტია.

გინდა სიხარული - აირჩიე ყვითელი

ინტერიერის გადახალისების და შეცვლის ყველაზე მარტივი ხერხი ყვითელი აქცენტებია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ფერი ინტერიერში ხშირად გვხვდება, მიუხედავა იმისა, რომ, როგორც უკვე გითხარით, ეს ბედნიერების ფერია.
ამ შემთხვევაში საუბარი არ არის კაშკაშა ყვითელზე, საუბარია მის სხვადასხვა ელფერზე, მაგალითად თამბაქოსფერზე, ლიმონისფერზე.

რატომ ეშინიათ ადამიანებს ყვითელი ფერის?

შესაძლოა იმიტომ, რომ ყვითელი ცოტა პრეტენზიული ფერია და შესაძლოა არ მოუხდეს თუნდაც გარე ლანდშაფტს, თუმცა ყვითელზე ამის თქმა მაინც რთულია, ის წესით ყველაფერს უხდება, მაგრამ არის მეორე მხარე, წარმოიდგინეთ ყვითელი ინტერიერი და საუზმის დროს ჩართული ტელევიზორი, რომელიც საკმაოდ დაძაბულ, ნეგატიურ ინფორმაციას გადმოსცემს, ამ შემთხვევაში ადამიანი კარგ განწყობაზე უბრალოდ ვერ იქნება და წარმოიქმნება გარვეული დისბალანსი ფერსა და ადამიანის განწყობას შორის, ასეთი უარყოფითი ინფორმაციები კი დღევანდელ სამყაროში უხვად არის. ამიტომაც დიზაინერები ცდილობენ უპირატესობა ნეიტრალურ ფერებს მიანიჭონ და ხშირად ირჩევენ ნაცრისფერს ან ღია მწვანეს, დამამშვიდებელ ნეიტრალურ ფერებს, ყვითელ ფერს კი მხოლოდ აქცენტებად იყენებენ.

რისი გეშინიათ?

ამა თუ იმ ფერის ვერშეგუებამ ან პირიქით, მასზე ზედმეტად დამოკიდებულბამ შესაძლოა თქვენში გარკვეული დისბალანსი გამოიწვიოს. ერთი შეხედვით ეს საკმაოდ რიტორიკული კითხვაა და სულაც არ შედის დიზაინერის კომპეტენციაში, თუმცა შეგახსენებთ, რომ დიზაინერის პირდაპირი მოვალეობაა ინტერიერის საშუალებით სახლში ატმოსფეროს, განწყობის შექმნა. ამიტომაც ეს ადამიანი ხშირად პასუხისმგებელია არა მარტო კედლების ფერზე, არამედ სახლში მცხოვრები ადამიანების განწყობაზეც.

ნაბიჯი 1
დააკვირდით საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი ყველა კედლის სასწრაფოდ ყვითლად გადაღებვა. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს და დაუკვირდით, რა განიჭებთ შინაგან სიმშვიდეს. რომელი ფერი გსიამოვნებთ და პირიქით, გაღიზიანებთ დღეს, ხვალ, ზეგ და ა.შ.
კარგად გააანალიზეთ თქვენი გრძნობები და რეაქციები.



ნაბიჯი 2
იარეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით. თუ მაინც გადაწყვიტეთ ინტერიერის რადიკალურად შეცვლა, ეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად გააკეთეთ, დაიწყეთ უმნიშვნელო დეტალებით და დარწმუნდით თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში.

მეტი თავდაჯერებულებისთვის აირჩიეთ წითელი


ინტერიერში წითელი ფერიც საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ბევრი ადამიანი თვლის, რომ წითელი - მეტისმეტია. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ ფერის არჩევას, კარგად დაფიქრდით, ჰკითხეთ საკუთარ თავს - ეს ის არის, რაც მინდოდა? მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწვეტილება.
თუ მაინც ორჭოფობთ, სცადეთ და ეს ფერი ჯერ აბაზანში გამოიყენეთ, დაუკვირდით თქვენს შგრძნებებს, მიიღეთ ის, რასაც ელოდით?


თუ მკვეთრი წითელის გეშინიათ, არადა, ეს ფერი გინდათ ინტერიერში, მაშინ მსუბუქი ტონალობები შეარჩიეთ - მაგალითად, ვარდისფერი ფარდები, ღია ბორდოსფერი აქცენტი კედელზე და ა.შ. 

ლურჯი
ყვითელზე და წითელზე ვისაუბრეთ, მაგრამ ნურც ლურჯს შეხედავთ მარტივად, აბა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ეგუებით კარგად ამ ფერს, რეალურად გსიამოვნებთ ასეთ ინტერიერში ყოფნა?


ასევე მწვანე

არის ეს ის ფერი, რომელიც საკუთარი ნებით შეარჩიეთ, ხომ არ ხართ მოქცეული ვინმეს გავლენის ქვეშ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები