ახალაშენებულ სახლებში ოთახი ფანჯრის გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, თუმცა გადაკეთების შემთხვევაში მსგავს პრობლემას შეიძლება წააწყდეთ.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ შეიძლება ვაქციოთ უფანჯრო სივრცე მყუდრო ოთახად.
1. დამატებითი განათება
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უფანჯრო ოთახში ბუნებრივი განათება ვერ იქნება და ამის ხარჯზე ოთახს სიმყუდროვეს ვერ შესძენთ, გირჩევთ იზრუნოთ განათებაზე და ის რაც შეიძლება კომფორტული იყოს.
2. გააკეთეთ ფანჯარა
თუნდაც ის მეორე ოთახში გადიოდეს. რა თქმა უნდა, ამ ფანჯრიდან ვერ გექნებათ ლამაზი ხედი, თუმცა დამატებითი სინათლე ნამდვილად შემოვა.
3. გააკეთეთ ფრამუგუ
გეთანხმებით, ფანჯარა გვერდით ოთახში საკმაოდ რადიკალური გადაწყვეტილებაა და თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც ეს იდეა არ მოსწონთ, ფრამუგუს გაკეთება სცადეთ. ეს ბევრად მოკრძალებული ვარიანტია. ფრამუგუ კედელზე, ჭერის ქვემოთ განთავსებული პატარა ზომის ფანჯარაა, შეიძლება ითქვას, სარკმელი, რომელიც აუცილებლად გახდება სინათლის დამატებითი წყარო.
4. დაკიდეთ სურათი ან გააკარით ფოტოშპალერი
ბნელი ოთახის გადახალისება ლამაზი სურათით ან ფოტოშპალერითაც შესაძლებელია.
5. ყურადღება გაამახვილეთ გასაწევ კედელზე
გასაწევი, მოძრავი კედელი შესანიშნავი ვარიანტია მცირეგაბარიტიანი სახლებისთვის.
6. სარკე
ბნელი და პატარა ოთახის ვიზუალურად გასადიდებლად გამოგადგებათ სარკე, მთავარია ის სწორად გამოიყენოთ.
7. თეთრი კედლები
ყველამ კარგად ვიცით, რომ ფერთა გამას შესწევს ძალა სივრცე ვიზუალურად გაზარდოს. ჩვენ შემთხვევაში სასურველი შედეგის მისაღებად კარგი იქნება, ჭერი იყოს სულ თეთრი, კედლები კი სხვა, თუმცა ღია, ფერის. ინტერიერის გადასახალისებლად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვეთრი აქცენტები ტექსტილის სახით.
8. ფარდები
ვინ თქვა, რომ თუ ოთახში ფანჯარა არ არის, არც ფარდაა საჭირო. ფარდამ შესაძლოა შექმნას ფანჯრის ილუზია, რაც ოთახს აბსოლუტურად სხვა ელფერს მიანიჭებს.
და ბოლოს, იმისათვის, რომ ოთახი ფანჯრის გარეშე იყოს მყუდრო და მოსახერხებელი, აუცილებელია იყოს კარგი ვენტილაცია, რადგან მისი განიავება ფანჯრის მეშვეობით ვერ ხერხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კომენტარები