ამის დაჯერება ცოტა რთულია, მაგრამ ფაქტი სახეზეა - როგორ ცვლის დეტალები ინტერიერს

ახალ სახლში გადასვლა თითქმის ყოველთვის დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული, თუმცა სირთულეებსაც უკავშირდება. ხდება ხოლმე ისე, რომ ახალ სახლში ადამიანებს ძველი რემონტი, ძველი მეპატრონეების არცთუ მოვლილი ნივთები ხვდებათ, რაც ძალიან გამაღიზიანებელია და სასწრაფოდ რამე უნდა მოიმოქმედოთ.
 შემოგთავაზებთ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება ზოგჯერ საკუთარი ხელითაც კი, საღებავით, ფანტაზიით და მონდომებით ერთი შეხედვით არარეალური შედეგის მიღწევა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ზოგჯერ უბრალოდ ავეჯის შეცვლა და სწორი განათება აბსოლუტურად ცვლის ინტერიერს.

გეთანხმებით, ეს მოსაწყენი სამზარეულო მართლაც რომ საჭიროებს რადიკალური ზომების მიღებას. აი, რა
შეიძლება მიიღოთ შედეგად.

ამ შემთხვევაშ კედელია აღებული, რის შედეგადაც ფართობმა მოიმატა. ახალმა კუნძულმა კი სივრცეს სიმყუდროვე შესძინა.



ამ უცნაურ კარადებს სასწრაფოდ სჭირდება ხელის შევლება, მაგრამ როგორ?

ამ შემთხვევაში შესაძლებელია ღია თაროების გამოყენება, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფერიც სწორად და გემოვნებით იქნება შერჩეული.


ზედმეტად მკვეთრი განათება, ძველი კარადები და ლინოლეუმი. ასეთ სამზარეულოში ფუსფუსი მართლაც რომ არავის მოუნდება.

ხის სამუშაო ზედაპირი, შუშები, გარემოს მთლიანად ცვლის და ასეთ სამზარეულოს დასაწუნი აღარაფერი აქვს.


ეს ის შემთხვევაა, როდესაც საფიქრალი ბევრი არაფერია, ყვითელი და მწვანე ფერების შეხამება აშკარად მეტისმეტია.

ასეთ ინტერიერზე კი რაიმე უარყოფითის თქმა მართლაც ძნელია.


ამ სახლში კი რემონტი ძალიან დიდი ხანია არ გაკეთებულა.

მშვენიერი ფერმერული სტილი ბევრი ხის დეტალით მშვენივრად გამოიყურება.


სამზარეულო ფანჯრის გარეშე? ნამდვილად მოსაწყენია.

თეთრი ფერი და პრიალა ჭერი ოთახს სინათლეს შემატებს და გამოაცოცხლებს.


ეს ძველი იატაკი და შპალერი სათქმელს თავად ამბობენ.

ეს ტრანსფორმაცია კი გულგრილს ვერავის დატოვებს.


ამ სამზარეულოს თითქოს არაუშავდა, მაგრამ წითელი კედელი?

ამ პატარა კუნძულმა ცენტრში და ხის მალსალმ კედელზე ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები