რომელი ფერების გამოყენება არ ღირს ინტერიერის დიზაინში

ბოლო დროს ინტერიერში სულ უფრო ხშირად გამოიყენება მკვეთრი ფერები. ბევრი ადამიანი, მინიმალიზმის პატივისცემიდან გამომდინარე, უპირატესობას ერთ ტონს ანიჭებს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ამა თუ ოთახის ინტერიერის ფერი პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, თუმცა ამ მომენტს ბევრი როდი ითვალისწინებს.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე საჭირო და გამოსადეგ რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც დაგიცავთ რემონტის დროს საბედისწერო შეცდომების დაშვებისგან.

მკვეთრი ფერები ინტერიერში
მას შემდეგ, რაც თანამედროვე დიზაინში მყარად მოიკიდა ფეხი ლოფტის სტილმა, შავმა ფერმა ინტერიერში აქტუალობა შეიძინა.
უდავოა, დიდი სივრცის შავ ფერში ლაკონურად გაფორმება ძალიან ეფექტურად გამოიყურება,
თუმცა როდესაც საუბარია პატარა ზომის ოთახზე, შავ ფერზე არჩევანის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ.
ასეთ ოთახში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა ადამიანი ფსიქიკურ პრობლემებამდე მიიყვანოს.

რთულია წითელზე მკვეთრი ფერის წარმოდგენა. სწორედ ეს ფერი ასოცირდება ადამიანებში ყველაზე ძლიერ ემოციებთან, სიყვარულთან და ვნებასთან, თუმცა ამ ფერის სიჭარბემ შესაძლოა საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანზე.

ყვითელი ფერის სიჭარბე ასოცირდება ნერვული სისტემის გაღიზიანებასთან. ეს განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე და ორგანიზმზე; ამიტომ ბავშვის ოთახის დიზაინზე ფიქრის დროს ყვითელი ფერი დიდი დოზით  თავიდანვე გამორიცხეთ.

ცნობილია, რომ ცისფერი ხელს უწყობს თავის ტვინის აქტიურ მუშაობას, თუმცა მუქი ლურჯი ადამიანს აპათიისკენ უბიძგებს. ამიტომ ამ ფერთან მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ფოტოზე შესაძლოა ნაცრისფერის სიჭარბემ გაგაოცოთ. თავად ფერი მშვიდი და უპრობლემოა, თუმცა მისმა სიჭარბემ შესაძლოა ადამიანში ემოციური აშლილობა გამოიწვიოს. მასთან სიფრთხილეა საჭირო.

რაც შეეხება ნარინჯისფერს, ის დიდი დოზით, თავის ტკივილს იწვევს.

მწვანე ფერს მოდუნების ეფექტი აქვს და მისმა სიჭარბემ შესაძლოა ხელი შეუშალოს ყურადღების კონცენტრაციას.
ამიტომ არ გირჩევთ სამუშაო ზონის ამ ფერში გაფორმებას, სათამაშო ოთახისთვის კი ეს იდეალური გადაწყვეტილება იქნება.
საყურადღებოა ის მომენტიც, რომ მუქ ფერში გაფორმებულ ოთახში აუცილებლად უნდა იყოს კარგი განათება.

მყუდრო ინტერიერის შესაქმნელად კი იდეალური ვარიანტი იქნება მუქი ავეჯისა და ნატურალური ხის ფერის კომბინაცია, დიდი ფანჯრები და ბევრი მზის სხივი.

კომენტარის დამატება