როგორ შევარჩიოთ ავეჯი პატარა ზომის ოთახისთვის - 15 საინტერესო ხრიკი

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ პატარა ოთახი შედარებით დიდად გამოჩნდეს, როგორ ვაქციოთ ის მაქსიმალურად ფუნქციონალურად?
დავიწყოთ ავეჯით, ვეძებთ ნივთებს, რომელთაც სასწაულის მოხდენა შეუძლიათ და რეალურ მაგალითებზე ვსწავლობთ მათი განთავსების წესებს.


გეჩვენებათ, რომ თქვენი ოთახი ასანთის კოლოფს ჰგავს, ყველგან კარადები და თაროები გაქვთ, თუმცა ადგილი მაინც არ გყოფნით? ყველაზე პატარა დივანმაც კი მთელი თქვენი მისაღები ოთახი დაიკავა?

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მცირე გაბარიტების მქონე ოთახს განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი დეტალურად უნდა გათვალოთ, დაწყებული ფერით, ავეჯის ზომითა და ფუნქციებთ
დამთავრებული.

ყველზე მარტივი და აპრობირებული ხერხი საიმისოდ, რომ კომოდი ან კარადა უფრო პატარა ზომის გამოჩნდეს, ვიდრე რეალურად არის, გახლავთ მისი კედელთან მაქსიმალურად შერწყმა.

ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ამ მეთოდს ღია ფერის ინტერიერში, როგორიც არის კრემისფერი ან რძისფერი, რომ შინაარსზე არც ვფიქრობთ. არადა, ეს საჭიროა, რადგან ამ მეთოდის მთავარი იდეა არა შერჩეულ ფერშია, არამედ ფერთა შეხამებაში. თეთრი ავეჯი მუქ კედლებთან ისევე მასიურად გამოჩნდება, როგორც მუქი ფერის ავეჯი თეთრ კედლებთან. დიზაინერები გვირჩევენ ესა თუ ის ნივთი კედლის ფერის მიხედვით შევარჩიოთ და ტუმბოზე შპალერის ნახატი გავიმეოროთ. ეს ძალიან ეფექტური მეთოდია და ის მუშაობს.

სარკის ეფექტი

ვიწრო და პატარა ზომის სივრცისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა სარკიანი ავეჯი. ის ძალიან ეფექტურია და შეუძლია გაალამაზოს ნებისმიერი ინტერიერი. ის საკმოდ ეფექტურად აფართოებს ვიზუალურად ინტერიერს სარკის ანარეკლის ხარჯზე. თუმცა ამ მეთოდის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის მომენტი, რომ სარკე მუდმივ მოვლას საჭიროებს.

უხილავი მაგიდა

თუ გსურთ, რომ აუცილებელი ნივთი ოთახის ცენტრში მაქსიმალურად შეუმჩნეველი გახადოთ, საამისოდ მინაზე კარგ ვარიანტს ვერ შეარჩევთ. გამჭვირვალე შუშის მაგიდა თქვენს მისაღებშ და ასევე გამჭირვალე სკამები ნამდვილად შეუცვლელი ვარიანტია. 

ფუნქციონალური მინიმალიზმი

იმისათვის, რომ პრობლემა კომპლექსურად მოაგვაროთ, ანუ შეინარჩუნოთ მაქსიმალურად მეტი თავისუფალი ადგილი და ამასთან გქონდეთ მაქსიმალურად ბევრი შესანახი ზონა, გირჩევთ ავეჯი შეკვეთით დაამზადებინოთ. ასეთი კონსტრუქციები, როგორც წესი, მილიმეტრებში არის გათვლილი.
ოპტიმალური ეფექტისთვის სისტემაში აკეთებენ ჩასაშენებელ კარადებს, გამოსაწევ საწოლებს, მაგიდებს და ტელევიზორსაც კი.
ამ შემთხვევაში თეთრი ფერის დომინირება აუცილებელი სულაც არ არის. კონსტრუქციის ერთეული ნაწილები შეიძლება იყოს მკვეთრი ფერისაც.

ზომა

პროფესიონალი დიზაინერების აზრით, მყიდველი ყველაზე დიდ შეცდომას ზომის შერჩევის დროს უშვებს. ანუ მუსირებს აზრი, რომ თუ ოთახი პატარა ზომის არის, ავეჯიც აუცილებლად პატარა ზომის უნდა იყოს, თუმცა ასე სულაც არ არის. მთავარია ავეჯი იყოს ოთახის თანაფარდი. არაფერი არ ტვირთავს სივრცეს ისე, როგორც უამრავი ნივთი. ყველაზე ეფექტური ვარიანტია რამდენიმე დიდი ზომის ნივთის განთავსება. თუმცა ეს ნივთები საკმარისი უნდა იყოს ოჯახის წევრთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუ აღნიშნული ნივთები გონივრულად და ზუსტად იქნება შერჩეული, ყველაზე პატარა ზომის ოთახიც კი შეძლებს თქვენს სასიამოვნოდ გაოცებას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები