სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მცირეგაბარიტიანი სახლის დიზაინის მოწყობის დროს მთავარი მიდგომაა, რომელიც შემდგომში ადამიანის ცხოვრების სტილს განსაზღვრავს.
გამოიყენეთ ვიწრო ავეჯი: კონსოლის მაგიდები, დასაკიდი თაროები და ბარის მოდულები
მართალია, ასეთი ავეჯი ყველგან არ იყიდება, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანია მცირეგაბარიტიანი სახლის დიზაინის დროს.
ნუ დაგენანებათ ფულის იმაში დახარჯვა, რაც არ ჩანს
პატარა სახლის მოწყობის დროს ძირითადი ყურადღება შესანახ სისტემებზე გაამახვილეთ. ჯობს გარკვეული თანხა საკიდებზე დახარჯოთ, ვიდრე იგივე თანხა დივნის საყიდელ ფულს დაუმატოთ, რომ ის
მხოლოდ ხარისხიანი ნივთები
შეიძინეთ რაც შეიძლება ნაკლები ავეჯი და დეკორის ნივთი, მაგრამ ხარისხიანი. სანამ რომელიმე ნივთს იყიდით. კარგად დაფიქრდით, 10 წლის შემდეგაც დაგჭირდებათ? უმჯობესია იყიდოთ ერთი, ხარისხიანი და ბრენდული, ვიდრე სამი-ოთხი და უხარისხო.
იგივე პრინციპი შეგიძლიათ გამოიყენოთ შესანახ სისტემასთან დაკავშირებით, დეკორის დროს ძალიან ეფექტურია შესანახად კალათები, ყუთები და ა.შ. ხარისხიანი და ლამაზი ორგანაიზერი უძვირფასეს ზარდახშად გადაიქცევა და არა გადასაგებ ყუთად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.
თეთრი შეიძლება იყოს არა მარტო კედლები
ბევრი ადამიანი ირჩევს თეთრი ფერის კედლებს სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად, მაგრამ თუ კედლები არ არის თეთრი, სხვა რამ შეიძლება იყოს ამ ფერის. თეთრი ძალიან მნიშვნელოვანი ფერია ინტერიერის დიზაინში, იქნება ეს ავეჯის ფასადი, იატაკის ფილა, თუ სხვადასხვა აქსესუარები.
აქსესუარები უნდა იყოს დიდი ზომის
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ პატარა ზომის ბინისთვის უმჯობესია პატარა ზომის დეკორის ელემენტები შეიძინონ, კომპაქტური, მინიატურული, არც ისე ძვირიანი. თუმცა ძვირფასი ჭაღი, ბრა, ხალიჩა, ლარნაკი ან დეკორის სხვა ელემენტი სწორედ ის ნივთია, რომელიც გამოარჩევს ინტერიერს და პროფესიონალურ მიდგომას დაგანახებთ.
აქცენტი ხელოვნების ნიმუშზე ან სარკეზე გააკეთეთ
ავეჯი უკვე შეარჩიეთ, ინტერიერი მზად არის და ფიქრობთ, როგორ გახადოთ ის კიდევ უფრო ეფექტური? არც მილიონების დახარჯვას აპირებთ ამ ეფექტის მისაღწევად? მაშინ გირჩევთ ყურადღება ხელოვნების რომელიმე ნიმუშზე გაამახვილოთ, მაგალითად რომელიმე თანამედროვე პოსტერზე ანაც არტ-დეკოს სტილის ლამაზ სარკეზე.