ინტერიერის სტილი, რომელსაც ყველაფერი უხდება: ძირითადი პრინციპები და დიზაინერების რჩევები


თუ არ იცით, რაზე ისაუბროთ ინტელექტუალურად, შებოჭილ ადამიანთან, თემად ეკლექტიკა შეარჩიეთ, ჩვენ კი გეტყვით, რა არის ეკლექტიკა.
დიზაინერები ამბობენ, რომ ეკლექტიკამ ინტერიერში თავდაყირა დააყენა ყველა წესი, ერთმანეთში აურია ძველი და ახალი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ფუფუნება და სიღარიბე, მთის და ბარის ელემენტები. ეს სტილი იძლევა საშუალებას ორგანულად შეუხამოთ ერთმანეთს სხვადასხვა სტილის ავეჯი და ინტერიერის სხვა ნივთები.


მოქმედების თავისუფლება - აი, ამ სტილის მთავარი პრინციპი, თუმცა სიფრთხილის დაცვა აუცილებელია, რათა არ დაირღვეს მნიშვნელოვანი ზღვარი კონტრასტსა და ქაოსს შორის.
შესაძლებელია კი აბსოლუტურად სხვადასხვა
ნივთებით ჰარმონიული დიზაინის შექმნა?
რა თმა უნდა, თუმცა საამისოდ საჭიროა საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა. სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ეკლექტიკა ვიზუალურად უნიკალური და იძენს ლოგიკურ საფუძველს.

ავეჯი, ფერი, მოპირკეთება და ქსოვილი - ეს კომპონენტები აქცევენ ეკლექტიკას ხელოვნების ნიმუშად.
ავეჯი დასაშვებია როგორც კლასიკური, ისე აბსოლუტურად არასტანდარტული.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფერები, თუმცა უმჯობესია შეარჩიოთ ნეიტრალური ფერები.
რაც შეეხება ქსოვილს, ეკლექტიკაში ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახის პრინტები.
ასევე მნიშვნელოვანია ფაქტურებისა და მასალების შეხამება.

ზომა მნიშვნელოვანია

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზომა ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ზომის ნივთები უკანა ფონზე განალაგეთ, ხოლო დეტალები წინ წამოწიეთ. ასე თქვენ შეძლებთ ინტერიერისთვის სიღრმის მინიჭებას.


განსხვავებულები, მაგრამ მაინც ერთად


ითამაშეთ ფერებით. საინტერესო იქნება სხვადასხვა სტილის შეხამება. მაგალითად, კლასიკური სტილის ხის მაგიდას ძალიან მოუხდება სარკე ჰაი-ტეკის სტილში.

ყველაფერი კარგი ცოტ-ცოტა


არ გადააჭარბოთ სტილის შერევის დროს. ორი-სამი სტილის შეხამება აბსოლუტურად საკმარისია. სახლი ავეჯის მაღაზიას არ უნდა დაემსგავსოს.
ფერებთანაც სიფრთხილეა საჭირო, მათთან თამაში ცეცხლთან თამაშს ჰგავს. ოთხი ფერი ინტერიერში იდეალური გადაწყვეტილებაა.
მთავარი ფერები უნდა განთავსდეს კედლებზე, იატაკზე, ჭერზე.

მეორეხარისხოვანი ფერებია მაგიდის, სკამების, კარადისა და დივნის.
კედლებს დიდი ზომის დეკორაციები დაამშვენებს. მაგალითად ნახატები, სურათები. მთავარია,, ისინი ერთი სტილის იყოს. დეტალების სიმრავლეს ნუ შეუშინდებით.

ნუ შეგეშინდებათ!


ნუ შეუშინდებით სტილის, ფერების, ფორმების სიმრავლეს. ეკლექტიკის მთავრი პრინციპი ხომ შეუთავსებლის შეთავსება.










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები