იმისათვის, რომ სახლში საკითხავი ზონა მოვაწყოთ, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ცოდნა და მისი გათვალისწინება.
იმისათვის, რომ ბოლომდე ჩაეფლოთ წიგნის სამყაროში, პირველ რიგში აუცილებელია განმარტოება. თუ ამის საშუალება არ გაქვთ და ვერ ხერხდება საკითხავად ცალკე ოთახის ან კაბინეტის გამოყოფა, იმედს ნუ გადაიწურავთ. ბოლოსდაბოლოს, სურვილის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. თუ ოთახი არა, შეგიძლიათ საკითხავი კუთხე მოიწყოთ და ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ, რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დროს.
სინათლესთან ახლოს - ფანჯრის რაფა
სიმშვიდე და სიმყუდროვე ის ფაქტორებია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ წიგნის კითხვის დროს. საამისოდ ყველაზე
მოხერხებული ფანჯრის განიერი რაფაა, რომელზე ჩამოჯდომაც კომფორტული იქნება.
მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ დეკორატიული ბალიშების გამოყენება. მთავარია, რომ ეს ზონა კონფლიქტში არ მოდიოდეს დანარჩენ ინტერიერთან.
დაახლოებით 45 სმ სიმაღლის ფანჯრის რაფა ძალიან მოხერხებული იქნება დასაჯდომად, თუ ის უფრო მაღალია, შესაძლოა მან მაგიდის ფუნქცია შეასრულოს.
აივანი ტერასა, მანსარდა, ლოჯია
კარგა ამინდში აივანი, ვერანდა ან ტერასა წიგნის წასაკითხად იდეალური ადგილია. ფუმფულა პლედი და რბილი ბალიშები კი ამ პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
მანსარდას, სხვა დანარჩენი სივრცისგან განსხვავებით აქვს ერთი უპირატესობა, ის ადამიანს თავიდანვე განტვირთვისთვის განაწყობს, ასე რომ, თუ გაქვთ მანსარდა, მოაწყვეთ ისინი წიგნის სტელაჟებით და მოიწყვეთ მაქსიმალურად კომფორტული ზონა.
როგორი სავარძელია უფრო მოხერხებული
სავარძელი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იყოს, მთავარია მასში თავი კომფორტულად იგრძნოთ. შეგიძლიათ ასვე გამოიყენოთ სკივრი ან ტახტი, ან სულაც ჩამოსაკიდი კონსტრუქციები.
რაც შეეხება თავად წიგნებს, ის ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, მთავარია მისი შესანახი სისტემა ერგებოდეს ოთახის დიზაინს და ჰარმონიულად ერწყმოდეს მას.
ასევე ყურადღება მიაქციეთ დამატებით განათებას, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ.