ნინო დიასამიძე პროფესიით არქიტექტორია. რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან ერთად საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა, მას შემდეგ ინტერიერის დიზაინზე აქტიურად მუშაობს. დღემდე არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. ნინოს სახლის მოწყობაზე, ინტერიერის თანამედროვე ტენდენციებზე ვესაუბრეთ და სასარგებლო რჩევებიც გაგვიზიარა.
- დღესდღეობით რამდენად აქტუალური და მოთხოვნადია საქართველოში ინტერიერის დიზაინერის მომსახურება?
- დღესდღეობით ინტერიერის დიზაინი რემონტის განუყოფელი ნაწილი გახდა. ის ხალხს უმარტივებს საქმეს. შესაძლებლობას უჩენს წინასწარ, ვიზუალურად ნახოს თავისი ბინა, შეცვალოს თითოეული დეტალი და მოარგოს მის გემოვნებას.
- რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, რას ითვალისწინებთ, სანამ დიზაინზე
მუშაობას დაიწყებთ? როგორ ხდება სივრცის დაგეგმვა?
- სივრცის დაგეგმვა დამოკიდებულია ბინის და სახლის სიდიდეზე და დამკვეთის სურვილებზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კუთხე იყოს სწორად ათვისებული და ამავდროულად არ იყოს გადატვირთული.
- თუ სივრცე პატარაა, ამ დროს როგორ იქცვით? რა დიზაინერული „ხრიკები“ არსებობს ადგილის მოსაგებად?
- პატარა ბინის დაგეგმვისას არის რამდენიმე დეტალი, რაც სასურველია გაითვალისწინოთ. მაგალითად ღია ფერები, მინიმალური ავეჯი, ფუნქციური ავეჯი, სარკეები, რაც ვიზუალურად ზრდის სივრცეს, ღია ფერის კედლები და თეთრი ჭერი, ასევე ფარდები ჭერიდან - რაც ამაღლებს ჭერს.
- ბოლო პერიოდში საქართველოში ფერადი ბინები ჭარბობს. როგორ უნდა შეირჩეს ფერთა გამა, რა ფერები უნდა შევუხამოთ ერთმანეთს, რომ ლამაზი გამოვიდეს და არა დამღლელი და გამაღიზიანებელი? ყველა ფერი არ უხდება ერთმანეთს და ამის გათვალისიწინება მნიშვნელოვანია...
- ფერადი ბინების დიზაინი არის საკმაოდ რთული გასაკეთებელი. ბევრი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ინტერიერი არ იყოს ადვილად მოსაბეზრებელი.
სასურველია ფერები ზომიერად იყოს გამოყენებული - აქსესუარების და დეკორაციების სახით, რისი შეცვლაც შემდგომში უფრო მარტივია. წლის ყველაზე მოთხოვნადი ფერია ჭუჭყიანი ვარდისფერი, ლურჯის ტონალობები და მუქი მწვანე.
- თანამედროვე ტენდენციებით, როგორი განათება, ჭაღები, სანათებია მოდური და აქტუალური?
- თანამედროვე ტენდენციებით განათებას ერთ-ერთი მთავარი როლი უკავია დიზაინის შესრულებისას. მოთხოვნადია კლასიკური სანათები და ჭაღები, ასევე დეკორატიული განათებები, როგორც ჭერში, ასევე კედლებზე ბრების და თაროების განათების სახით.
- ფარდებზე და ავეჯზე რას გვეტყვით? თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას მათი შერჩევის დროს?
- ფარდები უნდა იყოს მაქსიმალურად სადა ქსოვილი, თუმცა რაც შეეხება ფერს, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერი. ავეჯი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ინტერიერზე, სტილზე და გემოვნებაზე, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ შევიტანოთ კრეატიული დეტალები ავეჯის და დეკორაციის სახით.
- ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ეკო მასალებზე. ხშირად თუ არის მოთხოვნა, საქართველოში რამდენად არის ხელმისაწვდომი და რა თანხებთან არის დაკავშირებული ეკოლოგიურად სუფთა მასალებით სახლის მოპირკეთება, მოწყობა?
- ეკო მასალები ნამდვილად ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ის ძირითადი მასალები, რისი გამოცვლაც შემდგომში არ არის მარტივი, ის რაც ნამდვილად სასურველია რომ იყოს ბუნებრივი, ჩვენც ყოველთვის ვურჩევთ დამკვეთს არ დაზოგოს თანხები. ეკო მასალებზე ამოთხოვნაც საკმაოდ დიდია.
- სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს რემონტის გაკეთების ან დიზაინერის მომსახურების მიღების საშუალება. საინტერესოა, თქვენი როგორც პროფესიონალის რჩევები მათთვის, რა სიახლეები უნდა შეიტანონ ინტერიერში, როგორ შეიძლება სახლის „გახალისება“ მცირედი დანახარჯით?
- მთავარია მოუსმინო საკუთარ თავს და არ აჰყვნენ მოდას. ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული, ჰარმონიული და არა გადატვირთული.
მცირე დანახარჯებითაც შეიძლება დიზაინის შექმნა. ამაში ძალიან გვეხმარება პატარ-პატარა დეკორატიული დეტალები, გამწვანება, სწორად გადანაწილებული განათება, ღია ფერები, სივრცის ნახატებით ან პოსტერებით გაფორმება.
- ზოგადად რა არის ის მთავარი, რაც ბინას სძენს სიმყუდროვეს, სითბოს და რა აქცევს მას ბინადრების სახლად და არა სხვისი „მიბაძვით“ შექმნილ სივრცედ?
- უმთავრესია ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყოთ. ასეთი დიზაინი არ მოგბეზრდებათ და მუდამ კომფორტულად იგრძნობთ თავს თქვენს სახლში. მთავარია შევარჩიოთ ჩვენი საყვარელი სტილი, ფერთა გამა, რომელიც გვანიჭებს სიმშვიდეს. სილამაზესთან ერთად აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბინა იყოს პრაქტიკული და ფუნქციური.
მერი ბლიაძე