კრიტერიუმები, რომელიც ინტერიერის დიზაინის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ


ინტერიერის დიზაინის შერჩევა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სულაც, ავტომობილის. ინტერიერი განსაზღვრავს ადამიანის განწყობას, ხასიათს, მოტივაციას. საკუთარ ინტერესებსა და გემოვნებაზე მორგებულ გარემოს შეუძლია ადამიანი უფრო მხიარული, ბედნიერი და პოზიტიური გახადოს. თუმცა ეს მხოლოდ სწორად შერჩეულ ინტერიერს შეუძლია, რაც ძალიან ძნელია.
რემონტის დაწყების წინ ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რა მოსწონს. ამ დროს შეიძლება თავში ბევრი იდეაც მოგივიდეთ. მათ შორის სწორი არჩევანის გაკეთება კი ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა შეძლოთ ბალანსის დაცვა და ბინის თავისებურებების გათვალისწინება. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერის როლიც. ზოგადად,
ინტერიერის დიზაინერის კულტურა საქართველოში სათანადოდ არ არის დამკვიდრებული სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო. ინტერიერის დიზაინერის მომსახურებას საუკეთესო პირობებით მომხმარებლებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში - „მიჰაუსი“ სთავაზობს. „მიჰაუსის“ დიზაინერი მარიამ კენჩხაძე კი გირჩევთ, თუ როგორ უნდა აარჩიოთ ინტერიერის დიზაინის სტილი და რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ.


„ინტერიერის დიზაინის სწორად შერჩევა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: ბალანსი, ბუნებრივი სინათლე, ფერთა გამა, მასალების სწორად შერჩევა, დეტალები და სხვა.,“ - აღნიშნავს მარიამ კენჩხაძე, რომელიც თითოეულ ფაქტორზე დეტალურად გვესაუბრება.
ბალანსი ინტერიერში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ის ერთგვარი ვიზუალური ჰარმონიაა სივრცეში. ბალანსის მიღება შესაძლებელია ტრადიციული სიმეტრიულობით, ასიმეტრიულიობითა და რადიალური წონასწორობით.
ბუნებრივი სინათლე აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის. ოთახში არსებული ღიობების საშუალებით მარტივად ხდება სივრცის განიავება, ვიზუალურად ოთახი დიდდება და მზის სხივებიც ადვილად აღწვეს სივრცეში.
ფერთა გამაფერების გამოყენებით შეგვიძლია მივიღოთ განსხვავებული ვიზუალის ოთახები. მისი საშუალებით ინტერიერში შეგვიძლია შევქმნათ: აქცენტი, რიტმი, კონტრასტი, ერთიანობა. მაგალითად შეგვიძლია: ღია ფერის კედლებთან გამოვიყენოთ ერთი კონტრასტული ტონი (მკვეთრი ფერები: მუქი ლურჯი, შავი, ნარინჯისფერი და სხვა) ამით შევქმნით აქცენტს და საინტერესო ვიზუალს ოთახში. შემდეგ გარდამავალი ტონებით დავტვირთავთ სივრცეს და მივიღებთ ერთიანობას. ის რასაც კედელზე გამოვიყენბთ (მკვეთრი ტონი) შეგვიძლია ინტერიერში სხვადასხვა საგნებით, ტექსტილითა და ფორმებით გადავათამაშოთ და შევქმნათ ერთგვარი რიტმი. ფერებთან მუშაობა გამოწვევაა, რომლის გამოყენების არ უნდა შეგვეშინდეს.

მასალების სწორი შერჩევა - სასურველია ინტერიერში შევარჩიოთ ისეთი ეკოლიგიური მასალები, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ მასალების ფერი, ტექსტურა, მათი პრაქტიკული მხარე, გამძლეობა და ა.შ.
დეტალები - ნებისმიერი ინტერიერი იქმნება დეტალებისგან, რომლებიც გარკვეულ ემოციასა და განწყობას ქმნის. თითოეული პატარა საგანი, დეტალი და აქსესუარი ქმნის საბოლოო შედეგს ინტერიერში.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და „მიჰაუსის“ დიზაინერების დახმარებით, შეძლებთ შექმნათ ინტერიერის დიზაინი, რომელიც ჰარმონიასა და სიმშვიდეს, პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები