ბედნიერების ფორმულის დანიელი მკვლევარის, მაიკ ვიკინგის წიგნმა ჰიუგეს მეთოდის შესახებ საზოგადოების ძალიან დიდ ინტერესი გამოიწვია. შევარჩიეთ წიგნიდან რამდენიმე საინტერესო და საგულისხმო მომენტი - მთავარი საშუალებები საიმისოდ, რომ სახლის ინტერიერმა ბედნიერება მოგვიტანოს.
ბედნიერების ხარისხის მიხედვით საერთაშორისო ასპარეზზე დანიელები უკვე 45 წელიწადზე მეტია, პირველობენ. დანიელი მოსახლეობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადასახადების გადამხდელია, წელიწადში 147 დღე წვიმს, ხანგრძლივი ზამთარი და მზის დეფიციტია. საინტერესოა, რა აბედნიერებთ დანიელებს. ის, რომ მათ შეუძლიათ მოიპოვონ ჰიუგე.
რა არის ჰიუგე? ჰიუგე გახლავთ ცხოვრების სტილი, ფილოსოფია, შინაგანი განწყობა და
შემოგთავაზებთ დიზაინერების რჩევებს, რომელიც ჰიუგეს მეთოდის მიღწევაში დაგეხმარებათ.
1. განათება
სანთელი - სანთლის ალი ადამიანს დამშვიდებასა და მოდუნებაში ეხმარება.
თუ ჭვარტლის გეშინიათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრო სანთლები, რომელიც ნამდვილი სანთლის იდენტურ მკრთალ და სასიამოვნიო ნათებას მოგცემთ და შესაბამისად, ეფექტიც იდენტური ექნება.
ხელოვნური განათება არ უნდა იყოს ძალიან კაშკაშა და ცივი. დაიმხსოვრეთ, სახლი არის დასასვენებელი სივრცე და არა სამუშაო. ამიტომ დაივიწყეთ მაგიდის სანათები დღის შუქით და გადაერთეთ ედისონის ინტერიერის სანათებზე.
გირლანდებით სახლს ადამიანების უმეტესობა ახალ წელს რთავს ხოლმე და მისი აღების შემდეგ გული სწყდება, რაღაც სასიამოვნოს ემშვიდობება ერთი წლით. ჰოდა, შეიძინეთ ნეიტრალური გირლანდა და იქონიეთ სახლში მთელი წლის განმავლობაში. მართალი ბრძანდებით, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალს შეუძლია ინტერიერში დიდი სიმყუდროვე და სითბო შემოიტანოს.
2. ავეჯი
ხის ავეჯი უპირობო ფავორიტია, საერთოდ ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალური, მაქსიმალურად მარტივი და უბრალო. თუ საუბარია ჰიუგეს ეფექტზე, თბილი ხე ყოველთვის უპირატესია ვიდრე ცივი მინა და პლასტმასი.
ჰიუგეს სახლს აქვს არა მარტო ფუნქციონალური, არამედ ემოციური ეფექტიც. აქ ნივთები მეპატრონის ემოციებს გამოხატავს, ამიტომ ვინტაჟი აქ ყოველთვის აქტუალურია. თუ მოგწონთ ყავის ან ჩაის ბებიისდროინდელი ფაიფურის ჭიქით მირთმევა, ბევრს ნუ იფიქრებთ, მოკალათდით გემრიელად, მოიმზადეთ ყავა ან ჩაი და დატკბით მოგონებებით.
3. ცოტა რამ დეკორის შესახებ
ბალიში, პლედი, პატარა ხალიჩა ან ფარდაგი სახლს უფრო საყვარელს, თბილსა და მყუდროს ხდის. ჰოუგეს ეფექტის მთავარი ხაზი სასიამოვნოსთან დაბრუნება და მასთან ასოცირებაა. რაც სახლში გაქვთ, ყველაფერი უნდა მოგწონდეთ და გიყვარდეთ, ყველაფერი უნდა გახსენებდეთ რაღაც კარგს, სასიამოვნოს. ამიტომ თუ მაგალითად, ლოგინის თეთრეულის ყიდვას აპირებთ, ეცადეთ, ეს მომენტი დაუკავშიროთ რამეს თქვენს ცხოვრებაში, რამე სასიამოვნოს, რაც ყოველთვის თბილად გაგახსენდებათ. ასე ნაყიდი ნივთისგან უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე ნაჩქარევად, გადარბენაზე ნაყიდისგან.
4. შეგრძნებები
ინტერიერი ჩვენში აღძრავს გარკვეულ გრძნობებს, ეს კი ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა, რომელიც ჩვენს რეცეპტორებზე ახდენს გავლენას. სუფთა თეთრეული სასიამოვნო სუნით, ყავის სუნი სამზრეულოშო, საყვარელი საპნის სუნი აბაზანაში - ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ბედნიერების ხარისხზე.
5. მსუბუქი არეულობა
ეს არის ის, რაც დანიურ დიზაინს გამორჩეულს ხდის. ის არის მოწესრიგებული, დახვეწილი, მაგრამ არ გულისხმობს სიმკაცრეს, არამედ განაწყობს ადამიანს მოდუნებისა და დასვენებისთვის. არის ბუნებრივი. ნუ შეეცდებით თქვენი ინტერიერი იყოს იდეალური, ეცადეთ შექმნათ ჰიუგე და გაძლევთ გარანტიას, რომ ერთი სული გექნებათ, როდის დაბრუნდებით სამსახურიდან სახლში და დატკბებით საკუთარი სახლით, სადაც თავს ბედნიერად და ლაღად იგრძნობთ.