როდის აფუჭებს სარკე ინტერიერს


სარკე ინტერიერის აუცილებელი ელემენტია. საუბარია არა მხოლოდ მის პირდაპირ დანიშნულებაზე, აირეკოლოს ჩვენი გამოსახულება, არამედ მის ვიზუალურ მხარეზეც - მოახდინოს ინტერიერის, ოთახის პროპორციების კორექცია. იმისათვის, რომ სარკე ინტერიერს სწორად მოარგოთ და რ გააუარესოთ ოთახის ეფექტი, საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა. შემოგთავზებთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომას.

1. ჩარჩო არ შეესაბამება ინტერიერის სტილს


ხშირად ხდება, რომ არასწორად შერჩეული სარკის ჩარჩო არაფრით არგებს სარკეს ინტერიერს, ის არ მოიაზრება ინტერიერის განუყოფელ ნაწილად.
ჩვენი რჩევაა, რომ ჩარჩოს შერჩევის დროს უპირატესობა მაქსიმალურად სადა ჩარჩოს მიანიჭოთ, იქნება ეს ფერი
თუ სტილი.

2. არაპროპორციული ზომა


სარკე უბრალოდ შეიძლება დაიკარგოს სივრცეში, თუ ირგვლივ ყველაფერი ბევრად დიდი ზომის არის, ვიდრე სარკე.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი სცენარი, აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველა ნივთის ზომა და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ სარკე.

3. ტანდემში ინტერიერთან



ზოგიერთ სახლში სარკე უბრალოდ კიდია კედლეზე და მასში არაფერი აირეკლება. ასეთი მდგომარეობა მას ძალიან მოსაწყენსა და არაფრისმაქნისს ხდის. სარკე ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს მთლიან ინტერიერს და არ უნდა ქმნიდეს მკვდარ კუთხეს.

4. არასწორი დაშორება


თუ ოთახში არის სარკე, ადამიანი რეფლექსურად ეცდება მასში ჩახედვას და საკუთარი გამოსახულების დანახვას. და სწორედ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია როგორ სიმაღლეზეა განთავსებული სარკე, რამდენად არის ის დაშორებული იატაკიდან.
სწორედ იმიტომ, რომ ადვილად ჩაიხედოთ და ამისთვის არ დაგჭირდეთ არც ფეხის წვერებზე აწევა და არც დახრა, უმჯობესია სარკე კედლის სიმაღლის 1/3 იყოს დაკიდებული. ეცადეთ ძალიან ახლოს არ იყოს დიდგაბარიტიან ავეჯთან. სარკე თავისთავად დამოუკიდებელი ელემენტია, მიეცით მას სივრცე.

5. ფსიქოლოგიური კომფორტი


სანამ სარკის ამა თუ იმ ადგილას მოათავსებდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების ფსიქოლოგური კომფორტი, მაგალითად, თუ სარკე საწოლთან დგას და მასში მძინარე ადამიანი აირეკლება, ეს შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის საბაბი გახდეს ან უბრალოდ შეაშინოს ღამე გამოღვიძებული ადამიანი.

6. არასწორი ფორმა


სარკის ფორმის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის მომენტი, რომ ის ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს სხვა ნივთებსაც.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები