ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ინტერიერიც კი, რომლის გაკეთებასაც მთელი თქვენი ძალისხმევა შეალიეთ, დროთა განმავლობაში შესაძლოა მოგბეზრდეთ.
თუ ინტერიერის განახლება გინდათ, მაგრამ გლობალური ცვლილებებისთვის მზად არ ხართ, შესაძლოა ეს პრობლემა მარტივადაც მოგვარდეს და თუ მართლა გულით მოინდომებთ, კმაყოფილიც დარჩებით, ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიიღებთ ახალ, დახვეწილ დიზაინს და ცხოვრებაც ბევრად ლამაზი მოგეჩვენებათ. მაშ ასე, მოგვყევით და დაფიქრდით, იქნებ ეს იდეა სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებოდათ.
ამასთან დაკავშირებით რჩევები ბევრჯერ მოგვიცია, თუმცა იდეა უამრავი არსებობს და ჩვენს დაუზარელად გთავაზობთ. არჩევანის გაკეთება კი
თქვენი საქმეა.
1. კარადა
საუბარია არა მთლიანად კარადის, არამედ მისი უკანა კედლის შეღებვაზე. ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, რა საჭიროა კარადის უკანა კედლის შეღებვა, ის ხომ არც კი ჩანს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი პირდაპირ მოქმედებს დისახლისის განწყობაზე და ცვლის სახლი აურას.
2. სამზარეულოს ფასადი
სამზარეულოში ადამიანები ძალიან ბევრ დროს ვატარებთ და ამ ადგილის ინვენტარი ყველაზე მეტად გვბეზრდება ხოლმე. გამოსავალი კი მარტივია, შეგიძლიათ უბრალოდ გადაღებოთ ფასადი და მიიღებთ ახალ სამზარეულოს.
3. კომოდი
კომოდის განახლებაზე რას იტყვით? შეგიძლიათ აირჩიოთ პასტელის ფერი ან მკვეთრი ტონები, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
4. ოთხშორისი კარები
ინტერიერის ესთეტიურ მხარეზე პასუხისმგებელია არა მარტო ავეჯი, არამედ ყველა დეტალი, მათ შორის კარი. სადა კარი ლამაზი და კლასიკურია, თუმცა ფერადი კარიც არ არის ურიგო გადაწყვეტილება და სცადეთ, გარისკეთ და შედეგი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ.
5. აბაზანა
შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ აბაზანის გადაღებვაც არის შესაძლებელი საკუთარი ხელით.
6. ფანჯრის ჩარჩო
ფანჯრების ჩარჩოები შენობის საკმაოდ შთამბეჭდავ ადგილს იკავებს და მისი ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, სცადეთ და გადაღებეთ სხვადასხვა ფერში, ან თუნდაც ერთ ფერში, უბრალოდ განაახლეთ ისე, რომ მოუხდეს დანარჩენ ინტერიერს.
7. გათბობის რადიატორი
რატომაც არა? ნახავთ, როგორ ორიგინალურ ინტერიერს მიიღებთ.
8. კედლები
როგორც წესი, კედლებს ნეიტრალურ ფერში ღებავენ ხოლმე, მაგრამ არც ფერადი კედლებია ურიგო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ბავშვის ოთახში.
9. კედლის თაროები
თუ სახლში გაქვთ ღია თაროები, სცადეთ მათი გაფერადება და თქვენი სახლიც გაფერადდება და კიდევ უფრო გაგილამაზებთ დღეებს.