თანამედროვე ინტერიერის მოდა ფერების მიმართ განსაკუთრებული კატეგორიულობით არ გამოირჩევა. ოთახის გაფორმების დროს დაშვებულია ნებისმიერი ფერის გამოყენება, თუმცა დელიკატურობა და ზომიერება ყოველთვის აქტუალურია და ზოგიერთ ფერთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი საძინებელზეა.
შევეცდებით განვიხილოთ რამდენიმე ფერი, რომელიც ზედმეტი დოზით ნამდვილად არ მოგხიბლავთ, თუმცა ზომიერად გამოყენების შემთხვევაში სასიამოვნო გარემოს გპირდებათ.
1. იისფერი
ეს ფერი საკამათოა არა მხოლოდ საძინებლის გაფორმების დროს, არამედ მთლიანად ინტერიერშიც. იისფერი რთულ ფერად ითვლება, რადგან შედგება ორი საკმაოოდ კონტრასტული ელფერისგან
თუ საძნებელში კედლებს ამ ფერად შეღებავთ ან ამ ფერის თეთრეულს შეიძენთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენი მშვიდი ძილი დავიწყებას მიეცემა. გირჩევთ უპირატესობა ცისფერ ან ლურჯ პალიტრას მიანიჭოთ. ეს ფერები საძინებელში სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შეგიქმნით.
გახსოვდთ, რომ ცისფერ ფერში გაფორმებული საძინებელი კარგად უნდა იყოს განათებული, სასურველია ფანჯრები სამხრეთისკენ გადიოდეს.
2. ქათქათა თეთრი
ადრე ეს ფერი საავადმყოფოსთან ასოცირდებოდა და ცივ და მოსაწყენ ფერად ითვლებოდა, თუმცა სკანდინავიური სტილის პოპულარიზაციასთან ერთად ამ ფერის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა. სულ უფრო მეტ ადამიანს მოსწონს თეთრი ფერის როგორც ინტერიერი, ისე ავეჯი და ტექსტილი.
თუმცა არსებობს ერთი მაგრამ... თეთრი ფერი სხვადასხვა განათებისა და მდებარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს და ამიტომ ამ ფერთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს. ეცადეთ, რომ თეთრი ფერი ინტერიერში ნაზი ფერის აქცენტებთან ერთად გამოიყენოთ, მაგალითად, ღია ნაცრისფერთან, სპილოსძვლისფერთან ერთად. ასე ის ბევრად ეფექტური იქნება.
სკანდინავიური სტილის თაყვანისმცემლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ სტილში მხოლოდ თეთრ ფერს არასდროს იყენებენ, ეს სტილი სტოკჰოლმურ თეთრს გულისხმობს, რომელიც შდგება ნაცრისფერი და ღია ყვითელი ელფერებისგან, რის ხარჯზეც მკაცრი თეთრი ფერი სითბოს იძენს.
3. მკვეთრი ყვითელი
ყვითელი ფერი მზესთან ასოცირდება და ბევრ ადამიანს სამართლიანად მიაჩნია, რომ ეს ფერი უნდა გამოიყენოს ისეთ ოთახში, რომელსაც არცთუ კარგი ბუნებრივი განათება აქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ სუფთა ფერს გამოიყენებთ, მით მკვეთრ ფერს მიიღებთ, რაც საძინებლისთვის სასურველი ნამდვილად არ არის.
საძინებელში ბევრად ეფექტურია რთული ფერები დაბნელების ეფექტით. ასეთი გადაწყვეტლების მთავარი პლუსი ის არის, რომ ასეთი ინტერიერი ძალიან სოლიდურად და დახვეწილად გამოიყურება, ელეგანტურად და ძვირადღირებულად. რაც შეეხება კონკრეტულად ყვითელს ის შეგიძლიათ მდოგვისფერით ჩაანაცვლოთ. ეს ორი ფერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს და თან განსხვავდება.
4. შავი
ამ შემთხვევაშიც ბევრი ნიუანს არსებობს. ერთის მხრივ შავი ფერი ძალიან ღრმად და დრამატულად გამოიყურება და ინტერიერში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მეორეს მხრივ ამ ფერს შეუძლია ოთახი ძალიან დაამძიმოს და დათრგუნოს.
კონკრეტულად საძინებლისთვის კი შავი ფერი წარმატებული ვარიანტი ნამდვილად არ არის, თუმცა, თუ საქმეს სწორად მიუდგებით, შესაძლოა საინტერესო შედეგიც მიიღოთ.
შავ ფერს ნაცრისფერს ან ყავისფერს თუ დაუმატებთ, ნახეთ, რა საინტერესო ინტერიერი გამოვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი შავის ღია ფერთან კომბინაციაა, რაც საბოლოოდ ძალიან დახვეწილ ეფექტს იძლევა.
5. ბორდოსფერი
თუ წითელსა და ბორდოსფერს შევადარებთ, ეს უკანასკნელი საძინებლისთვის უფრო მისაღებია ვიდრე წითელი, თუმცა ზომიერად. ნუ გაგიტაცებთ ეს ფერი, თორემ არსებობს საშიშროება მიიღოთ მძიმე და დამღლელი ინტერიერი. ბორდოსფერიც, წითლის მსგავსად, შეიცავს ისეთ ფერთა გამებს, რომელიც აღაგზნებს და აღიზიანებს ადამიანის ფსიქიკას.
თუ მაინცდამაინც ეს ფერი გიტაცებთ, მაშინ აქცენტი უნდა გააკეთოთ ყავისფერ ელფერზე, რომელიც ბევრად ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურება.