მცირეგაბარიტიანი სახლი განაჩენი არ არის


მცირეგაბარიტიანი სახლი რომ განაჩენი არ არის და ასეთ სახლშიც შეიძლება მყუდროდ და ბედნიერად ცხვრება, არაერთხელ გვითქვამს, თუმცა ახალ-ახალი იდეების შემოთავაზება ყოველთვის შეგვიძლია და არც ამჯერად დავიზარებთ. შემოგთავაზებთ ახალ-ახალ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ მოაწყოთ პატარა სახლი ისე, რომ შეზღუდულმა ფართმა დისკომფორტი არ შეგიქმნათ.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავი უნდა დააღწიოთ მუქ ტონებს და უპირატესობა ღია ფერებს მიანიჭოთ. უბრალოდ თეთრი ჭერი და ნებისმიერი ღია ფერის შაპალერი ან გადაღებილი კედელი და შედეგი მიღწეულია, სივრცე ვიზუალურად გაზრდილია.


არანაკლებ მნიშნელოვანა ზონირება. კარგად დაფიქრდით ოჯახის თითეული
წევრის საქმიანობაზე, მოთხოვნილებაზე და ეცადეთ სივრცე მაქსიმალურად დაყოთ ზონებად, რათა ოჯახის წევრებმა თავი კომფორტულად და მყუდროდ იგრძნონ.
ზონირებასთან ერთად ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ავეჯიც იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი, ამ პრობლემის მოგვარებაში კი მრავლფუნქციური ავეჯი დაგეხმარებათ - სივრცესაც დაზოგავთ და ბევრად მოხერხებულიც იქნება.
დღევანდელ დღეს ბაზარზე უამრავი ისეთი ავეჯია, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ, დღის განმავლობაში სივრცე მაქსიმალურად განტვირთული იქნება.

სცადეთ, გაითვლისწინეთ ჩვენი პატარ-პატარა რჩევები, შეცვალეთ გარემო და ნახავთ, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერი გარემო შეგიძლიათ აქციოთ ისეთ ადგილად, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები