როგორ გავაფორმოთ კუთხეები - პრაქტიკული რჩევები

თქვენი ინტერიერი თითქმის იდეალურია, თუმცა ცარიელი კუთხეები საერთო ჰარმონიას არღვევს? ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია. გარდა იმისა, რომ კუთხეების შევსება შეიძლება, ფუნქციურადაც დატვირთავთ:

1. ოთახის მცენარეები


შესაბამის პირობებს მორგებული ოთახის მცენარეები აღნიშნული პრობლემის მოგვარების ძალიან ეფექტური საშუალებაა. ეცადეთ ქოთანი იყოს შესაფერისი ზომის და ლამაზი ვიზუალის. თუ ოთახის პარამეტრები იძლევა ამის საშუალებას, ერთის მაგივრად კუთხეში შეგიძლიათ რამდენიმე მცენარე განათავსოთ, შექმნათ ე.წ. კომპოზიცია.

2. თაროები


შესანახი სისტემა არც ერთი ზომის სივრცისთვის არ შეიძლება იყოს ზედმეტი, ის ყოველთვის საჭიროა. თუ სრულფასოვანი კარადის ან
სტელაჟის ადგილი არ გაქვთ, კუთხის თაროები სათქვენო ვარიანტი ყოფილა.

3. სავარძელი


ცარიელი კუთხის ათვისების კიდევ ერთი გავრცელებული და მოხერხებული ვარიანტი სავარძელია. ეს გადაწყვეტილება მოუხდება როგორც მისაღებ ოთახს, ისე საძინებელს.

4. სარკე


სარკე არა მხოლოდ სივრცეს გაგიზრდით, არამედ ამ ატრიბუტს შეუძლია მთელი კონსტრუქციის შეცვლა. სარკე შეგიძლიათ მოათავსოთ ლამაზ ჩარჩოში, თქვენთვის შესაფერისში, ან იატაკზე დადოთ და ან კედელზე ჩამოკიდოთ.

5. სამუშაო კუთხე


სტანდარტული ტიპის ბინებში ხშირად ვერ ხერხდება კაბინეტის მოწყობა, მაგრამ თუ ბინაში არის ცარიელი კუთხე, ნამდვილად შესაძლებელია სამუშაო სივრცის მოწყობა.

6. სანათი


შესაძლოა მისაღებში კუთხის დივანი გქონდეთ, თუმცა მის უკან ადგილი მაინც ცარიელი ჩანდეს. მსგავსი შემთხვევებისთვის უბრალოდ ლამაზი სანათი ნამდვილად საუკეთესო ვარიანტი იქნება.

7. საკიდი შემოსასვლელში


შემოსასვლელში ყველაზე ხშირად გვრჩება ხოლმე ცარიელი კუთხე, სწორედ მისი ათვისება და იქ საკიდის ჩადგმა არის ამ პრობლემის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გადაჭრა.

8. მყუდრო კუთხე


თუ სივრცე იძლევა ამის საშუალებას, კუთხეში მოთავსებული სულ პატარა დივანი და ერთი პატარა მრგვალი მაგიდა ნამდვილად შეგიქმნით მყუდრო კუთხეს, სადაც განტვირთვას და წიგნის წაკითხვას დიდი სიამოვნებით შეძლებთ.

9. არტ ობიექტი


ოთახის მცენარის ალტრენატიულ ვარიანტად, რომელიც მოვლასა და პატრონობას საჭიროებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე არტ ობიექტი, საკუთარი გემოვნებით შერჩეული, რომელიც მოერგება დანარჩენ ინტერიერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები