სამზარეულოს შეძენის დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი - რისგან იქნება დამზადებული სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი. ვნახოთ, რა მასალები არსებობს და გავეცნოთ ამ მასალების უპირატესობებს. ამის შემდეგ არჩევანის გაკეთება ბევრად გაგიმარტივდებათ.
1. ლამინატი
ეს ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი მასალაა. მისი მთავარი უპირატესობაა მისაღები ფასი, მრავალფეროვნება და ვიზუალი. ასევე მდგრადია ქიმიური საწმენდ საშუალებების და წყლის მიმართ. რა შეეხება მის მინუსებს, ის ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას, არცთუ ხანგრძლივი ექსპლუატაცი
2. ხელოვნური ქვა
ამ მასალამ საკმაოდ ფართოდ გაითქვა სახელი თანამედროვე ბაზარზე.
ის ბევრად იაფი ღირს, ვიდრე ბუნებრივი ქვა, თუმცა მაჩვენებლებით და თვისებებით ბევრით არაფრით ჩამოუვარდება, შეიძლება ითქვას, რომ ფერის და ფაქტურის მრავალფეროვნების მხრივ უპირატესობითაც კი სარგებლობს ბუნებრივთან შედარებით. დღესდღეობით ყველაზე პოპლარულია აკრილი და აგლომერატი.
რაც შეეხება პლუსებს და მინუსებს, მთავარი დადებითი თვისებებია ის, რომ არის წყალგამძლე, უძლებს დარტყმას, მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობა, თბილი და სასიამოვნო ზედაპირი, ბუნებრივ ქვსათან შედარებით მსუბუქი წონა, ნაწიბურების არქონა, არის ადვილი მოსავლელი, არ აქვს ფორები და არ ისრუტავს უსიამოვნო სუნებს.
რაც შეეხება მინუსებს, არის საკმაოდ ძვირადღირებული, თუმცა ბუნებრივ ქვასთან შედარებით ბევრად იაფი, რეაგირებს აქტიურ ქიმიურ ნივთიერებებზე, ადვილად იკაწრება.
3. ნატურალური ხე
სამზარეულოს სამუაო ზედაპირებისთვის აუცილებლად ხის მდგრადი ჯიშები უნდა იქნეს გამოყენებული. ასეთ მასალას უპრატესობას ძირითადად ეკო სტილის მოყვარულები ანიჭებენ. ამ მასალის დადებით მხარეა კლასიკური ვიზუალი, არის საკმაოდ გამძლე, ექვემდებარება აღდგენას, შეხების დროს არის თბილი და სასიამოვნო.
მინუსად შეიძლება ჩავუთვალოთ ის, რომ არის ძალიან სათუთად მოსახმარი, საკმაოდ რთულად დასამონტაჟებელი, ადვილად ჭუჭყიანდება, და შესაძლოა მალე შეიცვალოს ფერი, გაშავდეს.
4. ბუნებრივი ქვა
ეს საკმაოდ პრესტიჟული და ძვირადღირებული ვარიანტია. მისის პლუსებია ის, რომ: გამოიყურება ძალიან მდიდრულად, კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, არის გამძლე. მინუსია მისი წონა, მაღალი ფასი, მგრძნობიარეა ქიმიური საშუალებების მიმართ და არის რულად დასამონტაჟებელი.
5. მინა
ცოტა თავისებური მასალაა სამზარეულოს სამუშაო ზედაპირისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ის იყოს გამძლე, მდგრადი და ლამაზიც, თუმცა, მეორეს მხრივ, მინა მაინც მინაა და მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ მასალის პლუსია მისი ესთეტიური მხარე, სივრცეს ვიზუალურად ზრდის, თერმულად გამძლეა და ადვილად იწმინდება.
მინუსი, ხვდებით ალბათ, რომ არის ის, რომ ეს არის მინა, კონტაქტისას შესაძლოა გამოსცეს უსიამოვნო ხმები, ფასიც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს და არც მოსავლელად არის ადვილი, საკმაოდ პრეტენზიულია.
6. უჟანგავი ფოლადი
ეს მასალა ძირითადად ჰაი ტეკის სტილს უხდება, არის ძალიან მყარი და გამძლე. არ აქვს ფერების ფართო არჩევნი. კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, არის ძალიან ადვილი დასამონტაჟებელი, თანამედროვე, ჰიგიენური და მდგრადი ქიმიური ნივთიერებების მიმართ.
ამ მასალის უარყოფითი მხარე არის მხოლოდ ის, რომ ეტყობა ნათითურები.