4 მოძველებული იდეა ინტერიერში და მათი თანამედროვე ალტერნატივა

15-20 წლის წინ ევრორემონტი არცთუ ბევრი ოჯახისთვის იყო ხელმისაწვდომი, დღესდღეობით მეტ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა ზოგიერთი იდეა მოძველდა და გვინდა შემოგთავაზოთ მათი თანამედროვე ალტერნატივა.

1. სამზარეულოს კუთხე

ასეთი კუთხე რამდენიმე წლის წინ ყველა კარგად გარემონტებულ სახლში იდგა, თუმცა ადამიანები მის არაპრაქტიკულობაში დარწმუნდნენ და მოდიდან გადავიდა. დღესდღეობით სამზარეულოს მაგიდა თავისი სკამებით ბევრად აქტუალური გადაწყვეტილებაა.

2. პრიალა ფასადი

დიასახლისებიც დარწმუნდნენ, რომ პრიალა ზედაპირი რთული მოსავლელია და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ასეთი სამზარეულო დროთა განმავლობაში პეწსა და ხიბლს კარგავს, ამიტომ პრიალა ზედაპირი დაბურულმა
ჩაანაცვლა.

3. შუშის მაგიდა

შუშის მაგიდა მოდის პიკად მიიჩნეოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სწორედ არაპრაქტიკულობმა გადაწყვიტა ისის ბედი. ის წარმატებით ჩაანაცვლა ხის ფაქტურის მაგიდამ, რომელიც ბევრად მარტივი მოსავლელია.

4. მოკლე ფარდები

მოკლე ფარდების ნაცვლად კი ასპარეზზე რომაული ფარდები გამოვიდა, ან ჟალუზები. უფრო მარტივი მოსავლელი და ვიზუალურადაც ბევრად დახვეწილი და მსუბუქი.

კომენტარის დამატება