როგორ ვაქციოთ მოსაწყენი აბაზანა მყუდრო ოთახად


ადრე აბაზანას მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდა, ის მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა ყოფილიყო, თუმცა დღესდღეობით მოცემულობა შეიცვალა და პრაქტიკულთან ერად ის ძალიან ლამაზი და მყუდროც უნდა იყოს.
როგორ ვაქციოთ აბაზანა საოცარ ოთახად?

1. არ დაივიწყოთ აქცეტები


ეცადეთ აბაზანა ყოველთვის ძალიან კარგად იყოს განათებული, რომ შეიქმნას დიდი სივრცის ილუზია, ეს ეფექტი კი ნეიტრალური ფერთა გამით მიიღწევა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დიზაინი უნდა იყოს ერთფეროვანი და მოსაწყენი. ეცადეთ გააკეთოთ აქცენტები და ასე გაახალისოთ თქვენი აბაზანა.

2. ფარდა


ბევრი ადამინი სათანადოდ არ აფასებს
აბაზანის ფარდას, არადა მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გირჩევთ, უარი თქვათ იაფიან ფარდაზე, რომელიც ეკვრის სხეულს და შეიძინოთ ხარისხიანი ფარდა.
თუ ადგილი იძლევა საშუალებას, შეგიძლიათ ერთის მაგივრად ორიც დაკიდოთ, მოკლედ, მიმართოთ ექსპერიმენტებს. დღევანდელი ბაზარი იძლევა იმის საშუალებას, რომ შეარჩიოთ ლამაზი, ხარისხიანი წყალგაუმტარი მატერიისგან შეკერილი ფარდა.

3. ავეჯი


თანამედროვე მოდის ექსპერტები გვრჩევენ აბაზანაში ავეჯი გამოვიყენოთ, ეს 2022 წლის მთავრი ტრენდია.

4. ორიგინალური სარკე


თითქოს სარკე სარკეა, თუმცა ასე არ არის, სარკის ფორმას ინტერიერში ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. სცადეთ და აბაზანაში ორგინალური, რა თქმა უნდა, ინტერიერის შესაფერისი სარკე დაკიდეთ და ნახავთ, როგორ შეცვლით ყველაფერს.

5. ნათურა ჭაღით ჩაანაცვლეთ


ყველაზე გავრცელებული ვარიანტი აბაზანისთვის ნათურებია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სხვა ვარიანტები არ არსებობს. აბა, სცადეთ და ნათურები ჭაღით ჩაანაცვლეთ.

6. მცენარეები



აბაზანაში ქოთნის ყვავილები ნაკლებად გვხვდება ხოლმე, არადა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა მყუდრო, თანამედროვე ინტერიერის მისაღებად.

7. სასიამოვნო არომატი



როდესაც საუბარია მოხერხებულ, კომფორტულ და თანამედროვე აბაზანაზე, რათა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სასიამოვნო არომატი, შეიძლება ითქვას, რომ ეს მთავარი ფაქტორია.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები