როგორ გავიუმჯობესოთ საძინებლის ინტერიერი


ცნობილია, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების ერთ მესამედ ნაწილს საძინებელში ატარებს. ეს ადგილი მთელს სახლში ადამიანის ყველაზე პირადი სივრცეა. აქ ადამიანები ვისვენებთ და აღვიღდგენთ ძალებს შემდეგი დღისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საძინებელი იყოს მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული. ჰარმონია და სიმყუდრვე კი დეტალებით იქმნება. მოდით განვიხილოთ ეს დეტალები.

ფერთა მაგია

ფერები ადამიანების ემოციურ განწყობაზე ძალიან მოქმედებს. მოკრძალებული ტონები ადამიანის ფსიქიკაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. უმჯობესია უპირატესობა ნაზ, პასტელის ფერებს მიანიჭოთ.
ინტენსიური ფერები კი ფსიქიკაზე მოქმედებს, აღაგზნებს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ასეთი ფერები,
მაგალითად წითელი და ნარინჯისფერი საძინებლის ინტერიერში ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ.
ასევე არ ღირს ფერების აღრევა, ფერთა შეხამებასაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ჯობის ელფერები ერთი გამის იყოს.

ჰარმონია დეტალებშია
დეკორატული ელემენეტები, არომატული სანთლები, ცოცხალი ყვავილები - ეს დეტალები საძინებელში და არა მარტო საძინებელში, მთელს ინტერიერში ქმნის ჰარმონიას. უბრალოდ გაითვალიწინე, არ განათავსოთ საძინებელში დიდი ზომის ნახატები, პორტრეტები, ძალიან ახლობელი ადამიანებისაც კი, ეს მოდუნებაში ხელს შეგიშლით.

განათება
რაც შეეხება განათებას, ეცადეთ, რომ ის იყოს თბილი, არა მკვეთრი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები