ეს ფერი საძინებელში დაამშვიდებს თქვენს ნერვულ სისტემას - როგორი ფერი შევარჩიოთ საძინებლისთვის


დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, რომელსაც საძინებელში ვატარებთ, თვალები დახუჭული გვაქვს და ირგვლივ სიბნელეა. აქედან გამომდინარე შეიძლება იფიქროთ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერის იქნება საძინებლის კედლები, თუმცა ასე არ არის. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხზე მოქმედებს ის ფერი, რომელსაც ძილის წინ ვხედავთ.
ადამიანები ისე ვართ მოწყობილები, რომ ფერი მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, კონცენტრაციაზე, ძილზე, მადაზე, ენერგიაზე და ა.შ.
მოდით ვნახოთ, რომელი ფერების გამოყენება სჯობს საძინებელში.
იასამნისფერი


იასამნისფერი ორი ფერის, წითლისა და ცისფრის ნაზავია. ცისფერი თუ ამშვიდებს, წითელი პირიქით, აღაგზნებს.
ეს ფერი საძინებლისთვის ყველაზე არასასურველი ფერია.
თუ მაინც ამ ფერს გადაწყვეტთ, ეცადეთ ნეიტრალური ელფერი შეარჩიოთ, შედარებით თბილი და არა მკვეთრი.

ყავისფერი




მართალია, ეს ლამაზი და პრაქტიკულ ფერია, თუმცა საძინებლისთვის ცოტა მოსაწყენია და საძინებლისთვის შესაფერის ფერთა სიაში ნამდვილად არ შედის.

ნაცრისფერი




ნაცრისფერი ნამდვილად ელეგანტური და დახვეწილი ფერია, თუმცა მისაღებისთვისა და სამზარეულოსთვის, და არა საძინებლისთვის, აქ ის ცოტა მოსაწყენი იქნება.

ოქროსფერი



ოქროსფერი ფულის მოყვარული ადამიანების საყვარელი ფერია, ის სიმდიდრის, ფუფუნების ნიშანია, თუცა საძინებლისთვის ის დამღლელია და კონფლიქტების წამოწყებსაც უწყობს ხელს.

წითელი




ყველამ ვიცით, რომ წითელი ძალიან ენერგიული ფერია, სწორედ ამიტომ მისი ადგილი საძინებელში, სადაც ადამიანი უნდა მოდუნდეს, რა არის.

ნარინჯისფერი




ნარინჯისფერი მეხუთეა იმ ფერთა სიაში, რომელიც ჯანსაღ, ხანგრძლივ ძილს უწყობს ხელს. ეს თბილი ფერი თამამად შეგიძიათ შეარჩოთ თქვენი საძინებლისთვის.

ვერცხლისფრი



ეს ფერი რეიტინგით მეოთხეა საძინებლის სასურველ ფერთა სიაში, ვერცხლისფერი მთვარის შუქს წააგავს, რომელიც ტვინს ძილის განკარგულებას აძლევს, ასე რომ, ეს ფერი საძინებელში ნამდვილად მისაღებია.

მწვანე





მესამე ადგილზე მწვანეა. ეს ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ფერია. ამ ფერს ნამდვილად აქვს უნარი დაამშვიდოს ადამიანი, მისი ნერვული სისტემა, ამიტომ საძინებლისთვის ნამდვილად მისაღებია.

ყვითელი




მეორე ადგილზე ყვითელია, მზიანი და თბილი ფერი. ადამიანს დადებითად მუხტავს, ამშვიდებს და ათბობს.

ცისფერი




და ბოლოს, მთავარი ფერი, ცისფერი. მეცნიერები გარანტიას იძლევიან, რომ ცისფერი ფერი ადამიანის სრულყოფილ, მშვიდ, ჯანმრთელ და ხანგრძლივ ძილზეა პასუხისმგებელი.
ეს ფერი ასოცირდება ზღვასთან, სიმშვიდესთან და აქედან გამომდინარე, აქვს უნარი, დააწყნაროს ადამიანის ნერვული სისტემა, გულისცემა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები