ბიუჯეტი შეზღუდული გაქვთ და არ იცით, რა მოუხერხოთ ნაქირავებ ბინას, რომლის გადახალისებაც გულით გსურთ?
შემოგთავაზებთ ეფექტურ და მარტივ ხრიკებს.
1. ყოველთვის იქონიეთ საკუთარი ტექსტილი
გარემოს შეცვლის ყველაზე მარტივი და იაფი ხრიკი ტექსტლის შეცვლაა. ეს არ არის დაკავშირებული დიდ დანახარჯებთან, სამაგიეროდ საშუალება მოგეცემათ შექმნათ თქვენთვის სასურველი ინდივიდუალური სტილი.
2. განათება გარემოს უფრო თბილს გახდის
როგორც წესი, ოთახში ყოველთვის არის ერთი ცენტრალური განათება. სცადეთ და დაამატეთ სანათი ან ტორშერი, ნახავთ, როგორ გადასხვაფერდება ინტერიერი.
3. როცა ერთ ბინაში სამი ადამიანი ცხოვრობს
ახლა მოდაშია
პირადი სივრცის ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან კარგი გამოსავალია მეტალის ან სხვა სახის კალათები.
4. ბალიშები და პუფები
დეკორატიული ბალიშები ნამდვილი მონაპოვარია. მათი წყალობით სავარძლებსა და დივანზე ერთიანი კომპოზიციის შექმნაა შესაძლებელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმა და სხვადასხვა ფერი. ინტერიერის შესავსებად ასევე ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა პუფები.
5. მინის ქილები
არ გადაყაროთ მინის ქილები. მათ ადვილად გადააქცევთ პროდუქტის შესანახ მოსახერხებელ ჭურჭლად. ეს ძალიან ფუნქციონალური და პრაქტიკულია. სამზარეულოს ღია თარო ამ მხრივ გამოსადეგია. მინის ქილები საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ლარნაკადაც გამოიყენოთ.
6. ფოტოები, პოსტერები და ნახატები
ძველი და გამოცდილი მეთოდი, როგორ აქციოთ სახლი კიდევ უფრო მყუდროდ - უბრალოდ, დაკიდეთ კედლებზე საყვარელი ადამიანის ფოტოები, პოსტერები და ნახატები.
7. ქოთნის ყვავილები
სიმწვანე ყველა სახლსა და ყველა ინტერიერს უხდება, კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ნებისმიერ საცხოვრებელ ადგილს შესძენს სმყუდროვესა და სილამაზეს.
8. უბრალო ავეჯი
როდესაც ნაქირავებ სახლში არ არის ავეჯი და ყიდვა გიწევთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის თქვენი სახლი და ავეჯი ძვრადღირებული არ უნდა იყიდოთ, ეცადეთ, შეარჩიოთ ბიუჯეტური და პრაქტიკული მოდელები.