პატარა სახლის მოწყობისას დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

თითქოს მცირეგაბარიტიანი სივრის მოწყობას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.
ერთის მხრივ შეზღუდული სივრცე იძლევა საშუალებას ფრთები შეასხათ თამამ ჩანაფიქრებს, ისეთებს, როგორსაც გიგანტ სახლში ვერ განახორციელებთ, თუმცა საამისოდ ბევრი ნიუანსის გათვალისწინება დაგჭირდებათ. მოდით, ვნახოთ მცირეგაბარიტიანი სახლის მოწყობის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები.

1. კედლის ფერი





დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ღია ფერები პატარა სახლისთვის ბევრად შესაფერისია, ის სივცეს ვიზუალურად ზრდის, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მუქ ფერებზე უ
არი უნდა თქვათ.

2. შესაფერისი ზომის ავეჯი




ყველამ კარგად ვიცით უკვე, რომ არ ღირს ისედაც შეზღუდული სივრცის ავეჯით გადატვირთვა, გაბარიტული ავეჯი აღარ არის ისეთი აქტუალური. ბოლო დროს უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი ტრანსფორმერი ავეჯია.

3. სივრცის ნაწილობრივი გამოყენება




როდესაც შეზღუდული კვადრატული მეტრები გვაქვს, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ თითოეული სანტიმეტრის რაციონალურად გამოყენებაზე. "მოატყუეთ" სივრცე, აითვისეთ თითოეული სანტიმეტრი.

4. ზედმეტი დეკორი


მაქსიმალური სიმარტივე და უბრალოება - აი, რა არის აუცილებელი პატარა სივრცის მოსწყობად, ზედმეტი დეკორის ადგილი მცირეგაბარიტიან სახლში არ არის.



5. განათება


განათება ნებისმიერ ინეტრიერში უმთავრეს როლს თამაშობს. შეზღუდული სივრცის მთავარი პრობლემა სწორედ არასაკმარისი განათებაა. ეცადეთ განათება მზის სხივების ხარჯზე უზრუნველყოთ, ეს გადაწყვეტილება ბევრად მომგებიანია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები