ფერები, რომლებიც ადამიანს სტრესავს და სახლს ნამდვილად არ უხდება

თუ არ გსურთ, მუდმივ სტრესსა და დეპრესიაში იმყოფებოდეთ, ინტერიერში ეს ფერები არასდროს გამოიყენოთ.

მჟავე და მკვეთრი ფერები


ზედმეტად მვეთრი და კაშკაშა ფერები ნერვული სისტემის გადაღლასა და ადამიანის გაღიზიანებას იწვევს. მსგავსი ფერები უმჯობესია ინტერიერში აქცენტად ან დეკორად გამოიყენოთ და არა დომინანტად.





იასამნისფერი


მართალია, ფსიქოლოგები ამ ფერს გენიალური ადამიანების საყვარელ ფერად მიიჩნევენ, თუმცა დიზაინერები გვირჩევენ, ინტერიერში მოზომილად გამოიყენოთ.

ტოტალური წითელი ან ნებისმიერი ფერი დიდი დოზით




ასეთ ინტერიერში დიდხანს გაჩერება აუცილებლად ნეგატიურად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. ნებისმიერ, განსაკუთრებით კი მკვეთრი ფერი დიდი დოზით - კედლებზე, იატაკზე, ჭერზე, მართლა ნამეტანია.


შავი


მოდური შავი ფერი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ინტერიერში, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზომიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მცირეგაბარიტიანი ბინა სულ შავ ფერში, არც მეტი, არც ნაკლები, დამთრგუნველი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები