ინტერიერის 7 სტილი, რომელიც მოდიდან დიდხანს არ გადავა


ინტერიერის მოდა ცვალებადია. მართალია, ის ისე სწრაფად არ იცვლება, როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში, თუმცა უახლესი ტრედების შესახებ ინფორმაციის მოძიება ყოველთვის საჭიროა. დღეს ვისაუბრებთ ინტერიერის რამდენიმე სტილზე, რომლებმაც მოდის ოლიმპზე საკუთარი ადგილი დიდი ხანია დაიკავა.

1. სკანდინავიური სტილი


სკანდინავიურმა სტილმა დიდი ხანია დაიპყრო ადამიანების გულები, ის ძალიან მოსახერხებელი და მყუდრო ოყო, ამიტომაც ამ სტილისადმი მოთხოვნა არ ნელდება.

2. მინიმალიზმი


დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ინტერიერში მინიმალიზმი გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ის უფრო მეტი გახდა, ვიდრე მიმდინარეობა, ბევრი ადამიანი ამ სტილს უკვე ფილოსოფიად
აღიქვამს. მინიმალიზმის იდეა იყო ბევრ უსარგელო ნივთზე უარის თქმა და სიმსუბუქისა და სივრცისადმი წვდომა.

3. ნეოკლასიკა


მიუხედავად სახელწოდებისა, ეს სტილი თითქოს უკან უკან იხევს. რთული ელემენტები, უხვი დეკორი, ნაკვეთი ელემენტები თანამედროვე ინტერიერს ჩამორჩა, თუმცა ძირითადი კლასიკა, მარტივი და სადა, აქტუალობას არ კარგავს. სწორედ ეს არის ნეოკლასიკა. ამ სტილის მთავარი მახასიათებლებია სიმეტრია, პასტელის ფერები, ბუნებრივი მასალის ავეჯი, ჭარბი განათება.

4. ეკო სტილი


პანდემიის პერიოდში ბუნებასთან სიახლოვის, ეკოლოგიურად სუფთა მასალისადმი ტრფობის, სიმყუდროვის მოთხვნილება ერთიორად გაიზარდა და 2022 წლისთვის ეს სტილი ძალიან მოთხოვნადია.

5. არ-დეკო


თუ ხელოვანი ბრძანდებით ან უბრალოდ მოგბეზრდათ თავშეკავებული ფერები, მაშინ არ-დეკო სათქვენი სტილი ყოფილა.

6. თანამედროვე


ეს სტილი, შეიძლება ითქვას, რომ ოქროს შუალედია მინიმალიზმსა და კლასიკას შორის, ამიტომაც მისი პოპულარობა აბსოლუტურად გასაგებია. აქ საბაზისო ელემენტია ნეიტრალური ფერები მკვეთრი აქცენტებით, პრიორიტეტულია კომფორტული ავეჯი, თუმცა ინტერიერში აუცილებლად უნდა იყოს ხელოვნების ნიმუშებიც.

7. ეკლექტიკა


ეს ის სტილია, რომელიც იძლევა საშაუალებას, ადამიანმა გასაქანი მისცეს ფანტაზიას და ინტერიერი ორიგინალურად მოაწყოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები