გადაწყვეტილებები ინტერიერში, რომლებიც არც ისეთი პრაქტიკული აღმოჩნდა

ინტერიერი ისეთი რამ არის, რომელიც ყველა დიასახლისმა საკუთარ გემოვნებით უნდა მოაწყოს. ზოგი მოდას მისდევს, ზოგიც პრაქტიკულობას, მოდით ვნახოთ, დიზაინერების მიერ შემოთავზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც პრაქტიკულობით ნამდვილად ვერ მოიწონებს თავს.

1. შუშის მაგიდა


მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შუშის მაგიდა საკმაოდ გამძლეც არის და ლამაზიც, არც ჭუჭყი უჯდება, მასზე ვერ ვიტყვით, რომ პრაქტიკულია. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, სპეციალური საშუალებებით წმენდა და გარდა ამისა, არც თუ ესთეტიურია, როდესაც სადილ
ის დროს მის გარშემო მსხდომი ადამიანების ფეხები მოჩანს. ნუ გაირთულებთ ცხოვრებას მინის მაგიდითა და ასევე ნიჟარებით, ის საკმაოდ რთული მოსავლელია.

2. ნაჭრის პუფი შესასვლეში


გეთანხმებით, ძალიან ლამაზი და ელეგანტური ნივთია, თუმცა არა შესასვლელისთვის, რადგან ასეთუ პუფი შესასვლელში ძალიან მალე დაკარგავს თავის პირვანდელ სახეს და არც ისეთი ლამაზი იქნება, როგორც თავდაპირველად იყო.

3. პრიალა ფასადი სამზარეულოში


მსგავსი გადაწყვეტილება მართლაც სძენს ხიბლს ინტერიერს, ის ძვირფასად და ლამაზად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკულობაზე საუბარი ამ შემთხვევაში ზედმეტია, თანამედროვე დიასახლისს კი პირველ რიგში პრაქტიკული ნივთები ესაჭიროება.

4. ხის აქსესუარები


სახლის გაფორმების ეს ელემენტი 2020 წელს ძალიან აქტუალური გახდა, თუმცა რამდენად მოსახერხებელია მსგავის ატრიბუტი სახლში სხვა საკითხია. საქმე ის არის, რომ ხეებს შორის უამრავი მტვერი გროვდება, რაც მუდმივ წმენდას საჭიროებს.

5. შავი ფრის ნიჟარა


ვიზუალურად ძალიან ლამაზია და დახვეწილი, თუმცა მოსავლელად ძალიან რთული, რომელსაც წყლის თითოეული შხეფი ეტყობა. რამდენად მზად ხართ მის მოსავლელად, მხოლოდ თავად იცით.

6. რბილი ტუმბო


საძინებლის მოწყობის დროს განსაკუთრებით გვინდა ხოლმე რომ ყველაფერი ძალიან ლამაზი და მოსახერხებელი იყოს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ლამაზი ყოველთვის მოსახერხებელი არ აღმოჩდება ხოლმე, როგორც, მაგალითად, ეს რბილი ტუმბო, რომელიც ძალიან ბევრ მტვერს იგროვებს და თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ, მზად უნდა იყოთ, რომ ისინი ამ ქსოვილს მალე დაძენძავენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები