სამწუხაროდ, ინტერიერი ყოველთვის ეფექტური როდი არის. მოდით ვისაუბროთ, როგორ უნდა გავხადოთ ის სასურველად, ამჯერად აქცენტს მისაღებ ოთახზე გავაკეთებთ. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილდ იძლევა დადებით შედეგს.
მიზიდულობის ცენტრი
დავიწყოთ იმით, რომ მისაღები ოთახის კომპოზიციაში უნდა იყოს ისეთი ობიექტი, რომელიც ოთახში შესვლისთანავე მიიქცევს ყურადღებას, ე.წ. მიზიდულობის ცენტრი. მის გარშემო ეწყობა სივრცე. ეს შეიძლება იყოს ტელევიზორი, დივანი, ბუხარი ან სხვა რამ. თუ თავად არ შექმნით, ცენტრად შეიძლება იქცეს შემთხვევითი ნივთი და ოთახი არაპროპორციული იქნება.
სასიამოვნო ატმოსფერო
ფული და გემოვნება არაფერ შუაშია, ბევრი მდიდრული სახლია ისე მოწყობილი, რომ გაქცევა მოგინდება. მისაღები ოთახი არის კომუნიკაციის ადგილი და უნდა იყოს სასიამოვნო თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის.
განათება
რემონტი უნდა დაიწყოს
ლოგიკური განლაგება
ნამდვილად სჯობს ავეჯი სივრცეში რემონტამდე განალაგოთ, წარმოსახვაში, რა თქმა უნდა. ამის გარეშე შესაძლოა მიიღოთ ქაოსი, გახსოვდეთ, კარგი დიზაინი არის სივრცეში ბალანსის პოვნა.
ფერთა სქემა
საკმარისი არ არის ყველაფრის მხოლოდ ერთ ფერში გადაწყვეტა. საჭიროა ჩრდილები. დიზაინში სასურველია გამოიყენოთ თითოეული ფერის მუქი, ღია და საშუალო ტონები.