ფერების ფსიქოლოგია ინტერიერში - როგორ შევარჩიოთ კედლების ფერი

დამტკიცებულია, რომ კედლების ფერს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანის განწყობა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მიმართულებით. ამიტომაც ინტერიერში ფერის არჩევას სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ფერს შეუძლია ხაზი გაუსვას შენობის ძლიერ მხარეებს და დაფაროს ნაკლოვანებები ან პირიქით. მაგალითად, ღია ფერის კედლები პატარა ზომის ფანჯრებიან ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს.
ძირითადი მახასიათებლების მიხედვით მიმოვიხილავთ რამდენიმე ფერს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ინტერიერში.

ასევე, სტატიის დასაწყისშივე გირჩევთ, რომ ინტერიერისა თუ ექსტერიერის შეღებვისას სასურველია ბერძნული ბრენდის საღებავები გამოიყენოთ. ასეთ საღებავებს, საქართველოში კომპანია ციტადელი გვთავაზობს. თუ ღია ტონალობის ფერების მიღება
გსურთ, CHROMODOMI-ის NATURA-LATEX-ის ხაზს გირჩევთ, ხოლო მუქი ფერების მისაღებად - COVER LATEX-ი გამოიყენეთ.

თეთრი

თეთრი ყველაზე მეტად შეესაბამება ნორდიულ მინიმალიზმს. ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ ინტერიერი სკანდინავიურ სტილში შექმნათ, უნდა იფიქროთ ნათელი ფერების გამოყენებაზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თეთრი ფერი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ის გეხმარებათ მუდმივად ტონუსში იყოთ და ენერგიით შეივსოთ. ნათელ ფერებთან ერთად ადვილად დაძლევთ შიშებს და შფოთვას. თეთრი ფერი ასტიმულირებს მხედველობის ორგანოებს და ენდოკრინულ სისტემას. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა მაინც მოგიწევთ თეთრთან მიმართებაში, რადგან ამ ფერის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანებადობა და გადაღლილობის შეგრძნება.

ყვითელი

ყვითელი ძალიან ინტენსიური ფერია. ის აპროვოცირებს გონებრივ აქტივობას და ავითარებს კრეატიულობას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყვითელი ოთახის გავლენით გენიალური ნახატების ხატვას დაიწყებთ! ყვითელი ფერი აღადგენს დაკარგულ ენერგიას, ქმნის ოპტიმისტურ განწყობას და გიბიძგებთ ახალი იდეების მოფიქრებისკენ. თუმცა მოერიდეთ ყვითელ კედლებს ჩვილის ოთახში, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს ჩვილების ნერვულ სისტემაზე. ყვითელი იდეალურად ეხამება დანარჩენ თბილ ფერებს. მისი გამოყენება შეგიძლიათ იქ, სადაც აუცილებელია დროებითი კონცენტრაცია. მაგალითად, კაბინეტში, სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში.
მუქი ტონალობების მისაღებად ჩვენ „ქრომოდომის“ ბრენდის ემულსიურ საღებავს NATURA-LATEX გირჩევთ.

წითელი

წითელი საკმაოდ აგრესიული ფერია, მაგრამ დადებითად მოქმედებს ადამიანზე. ის ყველაზე ძლიერი მასტიმულირებელი ფერია, ამიტომ, ნერვიული ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული. ინტერიერში, არ არის რეკომენდებული წითლის გადაჭარბებით გამოყენება, მაგრამ თუ მას გამოიყენებთ აკურატულად და ფრთხილად, სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ. ინტერიერში წითლის გამოყენება შეგიძლიათ სამზარეულოს, მისაღების, სპორტდარბაზის ან ოფისის გასაფორმებლად.

ნარინჯისფერი

ეს ფერი უბრალოდ ასხივებს წარმატებას და პოზიტივს. ამ ფერით ცუდი განწყობა არ გემუქრებათ. თუ გსურთ მუდმივად კარგ ხასიათზე იყოთ, აირჩიეთ ნარინჯისფერი. ის დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სტრესისგან, გააუმჯობესოთ ტვინის ფუნქცია. ნარინჯისფრის გავლენა ადამიანზე ხელს უწყობს კარგი, მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებას. ამ ფერს პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ აქვს.
ნარინჯისფერი იდეალურია აქცენტების მისაცემად ინტერიერში. ის იდეალურად ეხამება ნაცრისფერს და თეთრ ფერებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია ოფისში, სამზარეულოში, კაბინეტში, მისაღებსა და ბიბლიოთეკაში.

მწვანე

სხვადასხვა აღმოსავლური პრაქტიკის მიხედვით, მწვანე სიმდიდრის და კეთილდღეობის ფერად მიიჩნევა. გაჯერებული მწვანე ფერი ასევე ეხმარება შფოთვის დაძლევაში. მწვანეს აქვს გამაგრილებელი ეფექტი. მწვანე ფერის სიჭარბემ შეიძლება იმოქმედოს, როგორც ძლიერმა მოსადუნებელმა საშუალებამ, ამიტომ თუკი ღამე მშვიდად ძილის დანაკლისს განიცდით, შეგიძლიათ მწვანის სხვადსხვა გრადაცია სცადოთ. მწვანე უნივერსალური ფერია. კონსერვატიულ ადამიანს მოეწონება გაჯერებული მუქი მწვანე ტონები. მას ძირითადად იყენებენ კაბინეტებში, ოფისებში და სამზარეულოში. ასევე სააბაზანოში, მისაღებ და საძინებელ ოთახში, ასევე რესტორნებში.

ლურჯი/ცისფერი

ცისფერი ამშვიდებს, თრგუნავს აგრესიას და იწვევს დადებით ემოციებს. რეკომენდებულია ჰიპერაქტიური ბავშვების ოთახისთვის. ცისფერი ასოცირდება დასვენებასთან, ცასთან, წყალთან, სისუფთავესთან, სიცივესთან და სიმშვიდესთან. ინტერიერში ძირითადად გამოიყენება სამუშაო სივრცეში, საძინებლებში, სამკურნალო შენობებსა და კურორტებზე.
ლურჯი აუმჯობესებს კონცენტრაციას, ხსნის დაღლილობას. ლურჯი ფერი იდეალურია მოზარდის ოთახისთვის. ასევე, იდეალური გადაწყვეტილებაა საძინებელი ოთახისთვის. შეგიძლიათ ამ ფერის დახმარებით შექმნათ ხმელთაშუა ზღვის სტილი. ლურჯი ვიზუალურად ზრდის სივრცეს, სიღრმეს და სიმაღლეს. ამიტომ იდეალურია მცირე ზომის ოთახებსა და სააბაზანოში.
სასურველი ღია ტონალობების მისაღებად, „ქრომოდომის“ ბრენდის ემულსიურ საღებავს COVER LATEX გირჩევთ.

ნაცრისფერი

ფსიქოლოგების აზრით, რუხ ფერს მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები ირჩევენ, რომელთათვისაც შინაგანი სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია. ის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფერების: თეთრის და შავის ერთობლიობაა. ზოგს შესაძლოა ნაცრისფერი მოსაწყენი ეჩვენოს, მაგრამ მას ტონების მრავალფეროვანი პალიტრა აქვს და იდეალურად ეხამება სხვა, მკვეთრ ფერებს - ყვითელს, ნარინჯისფერს. ნაცრისფერი მდიდრულად გამოიყურება ინტერიერის დიზაინში. ის კარგად ავსებს და ეხამება ნებისმიერ სხვა ფერს, შედეგად, ქმნის თანამედროვე, ეფექტურ ინტერიერს. ეს ფერი იდეალურია საძინებლისა და დასასვენებელი ოთახებისთვის.

საღებავის ხარისხი

ხშირად ისეც ხდება, რომ კედლების საღებავის ფერი განსხვავდება მაღაზიაში შერჩეული ნიმუშისგან. ძალიან მნიშვნელოვანია საღებავის დაფარვის სიძლიერე და მისი ხარისხი. დაბალი დაფარვის მქონე საღებავი არც თუ ისე ეფექტურად გამოიყურება კედლებზე. კედლების ზედაპირების უკეთ დასაფარად და საღებავის დიდხანს შენარჩუნების მიზნით რეკომენდებულია პრაიმერის გამოყენება.
სპეციალისტები თაბაშირ-მუყაოს კედელზე რეკომენდაციას უწევენ ქრომოდომის ბერენდის STEP PLASTIC PRIMER-ს, ხოლო სხვა ზედაპირის კედელზე ქრომოდომის STEP PRIMER-ს.

ჩვენ მიერ რეკომენდებულ CHROMODOMI-ს საღებავებს დაფარვის მაღალი უნარი გააჩნია. ბრენდის თითოეული საღებავი იდეალური არჩევანია ხელმისაწვდომი ფასითა და შესანიშნავი მახასიათებლებით. ქრომოდომის ბრენდის საღებავებს ახასიათებს მაღალი სუნთქვადობა, დამზადებულია ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით და არ შეიცავს ამიაკს და ტყვიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
ამ საღებავების შეძენა და სასურველი ფერების შერჩევა შეგიძლიათ სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ციტადელის“ სავაჭრო ობიექტებში, ან საიტზე www.citadeli.com
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები