თვალსაჩინო მილები, რომლებიც ყველაზე ხშირად ძველად აშენებულ სახლებში გვხვდება, არაესთეტიური სანახავია. ის სერიოზულად აფუჭებს ინტერიერის იერსახეს, მით უმეტეს გარემონტებულის. ვნახოთ დიზაინერების რჩევები, თუ როგორ შეიძლება შეალამაზოთ ასეთი მილები.
ზოგიერთი მილი უნდა შეინიღბოს არა მარტო ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოებისთვისაც. მაგალითად, ლითონის მილებზე რომ არ გაჩნდეს კოროზია, პლასტმასის კი - რომ არ დაზიანდეს მექანიკური ზემოქმედების შედეგად. თუმცა, ისე უნდა შეინიღბოს, რომ წვდომა ნებისმიერ დროს იყოს შესაძლებელი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მილების თვითნებურად გადაჭრა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გაზის მილებთან.
თუ ინდუსტრიული
სტილი ინტერიერში არ არის თქვენი არჩევანი, თვალწინ არსებულმა მილებმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. თუმცა, სანამ მილებს შეფუთავთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ მათ უვნებლობაში.
მილების შეფუთვის ყველაზე პოპულარული და პრაქტიკული მეთოდი თაბაშირმუყაოა.
ასევე ძალიან კარგი ვარიანტია ყრუ კედლის გამოყენება, რომელშიც წარმატებით ჩამალავთ ყველა კომუნიკაციას.
პლინტუსი უკვე დიდი ხნის აპრობირებული და გამოცდილი მეთოდია.
სამზარეულოს კარადის დამონტაჟების დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ ადგილი, სადაც დაამონტაჟებთ კარადას სპეციალური მექანიზმის დასამალად, ეს მექანიზმი, როგორც წესი, გამწოვია.
რაც შეეხება აბაზანას, აქ ყველაზე გამართლებული და პრაქტიკული პლასტმასის პანელია, რომელიც ძალიან კარგად იტანს ნესტს.
ბამბუკის მილი ორიგინალური დეკორი იქნება ნებისმიერი ინტერიერისთვის.
ვერტიკალურად განთავსებული მილების დასაფარად კი შესანიშნავი ვარიანტია კარნიზი.
ყველაზე მარტივი გამოსავალი კი, შესაძლოა გაგიკვირდეთ და, მილების შეღებვაა.
სამზარეულოში მილით ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ რეილინგის იმიტაცია.

კომენტარები