როგორ შევავსოთ ცარიელი კედელი - კარგი იდეები

ცარიელმა, გაუაზრებელმა კედელმა შესაძლოა ყველაზე ძვირფასი რემონტიც კი გააუფასუროს. თუ შემოქმედებითი რესურსი ამოგეწურათ და არა იცით, როგორ, რანაირად, რით გააფორმოთ ცარიელი კედელი, რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ.

ნახატები და პოსტერები

ეს ის არის, რაც კედლის გაფორმებაზე ფიქრის დროს მოუვა თავში თითქმის ყველა ადამიანს, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ტრადიციულ კლასიკურ ინტერიერს კლასიკა უნდა შეურჩიოთ, თანამედროვეს - თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, პოსტერი ან პანო. ასევე მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელშიც ესა თუ ის ფერწერული ტილო იქნება მოთავსებული, ჩარჩო, ფერი და ნახატი ერთ სტილში
უნდა იყოს.

ფოტოშპალერი

ფოტოშპალერი არ ნიშნავს იმას, რომ შპალერზე მაინცდამაინც ფოტო უნდა იყოს გამოსახული, პირიქით, რაც უფრო აბსტრაქტული იქნება თემა, მით მეტად ეფექტური იქნება შპალერი. შპალერი არ უნდა წარმოადგენდეს არაფრის იმიტაციას. ძალიან ლამაზადა და ეფექტურად გამოიყურება მაგალითად არა ტყის ან ზღვის იმიტაცია, არამედ, კალიგრაფიის. ის შესაძლოა ოთახის ძალიან დახვეწილ და ელეგანტურ აქცენტად იქცეს.

გრაფიტები და შრიფტები

შრიფტების მეშვეობით კედელზე თქვენთვის მნიშვნელოვანი წარწერების გაკეთებაა შესაძლებელი. ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. ბრუტალურ ინტერიერს ძალიან მოუხდება სთრით-არტი.

დეკორატიული ბათქაში ან მიკრობეტონი

ფერადი ბათქაშით შესაძლებელია ინტერიერს ტექსტურული მრავალფეროვნება შესძინოთ.

საღებავი

ეს ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ვარიანტია. აუცილებელი არ არის მთელი კედლის გადაღებვა, შეგიძლიათ შეაფერადოთ გარკვეული ზონა თუ მონაკვეთი. მაგალითად, შეგიძლიათ დახაზოთ ესა თუ ის გეომეტრიული ფიგურა და გადაღებოთ სხვადასხვა ფერში.

დეკორატიული ელემენტები ან სტიკერები

ეს კედლის გაფორმების ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ვარიანტია.

უხეში რელიეფი

ფასადის ფილა, აგური - თუ მართლა მოგწონთ მსგავსი გადაწყვეტილება, შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ ტრენდებს და თამამად გამოიყენოთ ის ინტერიერში.

პარკეტი და ლამინატი კედელზე

შეგიძლიათ კედელზე გადაიტანოთ ის, რაც წესით, სხვა ზონებისთვის არის განკუთვნილი. მთავარია იცოდეთ, როგორ გააკრათ ის კედელზე და მიიღებთ ორიგინალურ დიზაინს.

თაროები

თარო შესაძლოა იყოს ღია ან დახურული.

განათება და ნეონის არტი

ეს შესაძლებელია იყოს ბრა ან ტორშერი, ან წარწერა ნეონის ნათურებით. ასეთი განათება არა მარტო ანათებს, არამედ ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები