ბაკურიანში მდებარე ამ ფერადი სივრცის ფოტოები ინტერიერის დიზაინერმა, ჩვენმა ერთგულმა რესპონდენტმა ლელი შევჩენკომ გაასაჯაროა სოციალურ ქსელში და ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ლელი ამბობს, ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი პროექტი იყო და გამოწვევა, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდა:
"ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი გამოწვევა-პროექტი; ობიექტზე დამხვდა ძველი, საბჭოთა ნაგებობა, რომელიც უნდა გარდაგვექმნა დუპლექს-აპარტამენტად და შეგვექმნა მაღალჭერიანი, თანამედროვე სივრცე. ადგილზე სხვადასხვა პერიოდში ვიყავი და ერთხელ ბეტონის კიბეც დამხვდა, რაზეც დიდი წინააღმდეგობა
და აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა მე და დამკვეთს... პროექტზე ერთი ამოსუნთქვით ვიმუშავე, სივრცე "მელაპარაკებოდა" და "მეუბნებოდა," სად გამეჭრა კარისა თუ ფანჯრის ღიობი, სად დამეგეგმარებინა კიბე და სად გამეხსნა კიბის ღიობი და ამემაღლებინა ჭერი...
მცირედი მსჯელობის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, კონცეფციაში ბოლომდე წამომყვა დამკვეთი...
საერთო ფართი იყო 105 კვ.მ".
ნახეთ ლელის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი:
"ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა ძველმა სახლმა..." - სახლი უჯარმაში, რომელიც თანამედროვე ვილად გარდაიქმნა