ამ ხერხებით სულ პატარა სამზარეულოც ტევადი და კომფორტული გახდება

პატარა სამზარეულო პრობლემა არ არის, ეს არის შესაძლებლობა, მოიფიქროთ ორიგინალური იდეები სივრცის ოპტიმალურად გამოსაყენებლად.
შევეცდებით ასეთი იდეები გაგიზიაროთ, რომელთა გამოყენებას, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად მოახერხებთ.

ვერტიკალური შესანახი სისტემა

აბა სცადეთ, და სამზარეულოში ჭურჭლისა და სხვა აქსესუარების შესანახად მაქსიმალურად გამოიყენეთ კედლები.

კუთხის კარადები და ტუმბოები

კუთხის კარადები და ტუმბოები შეზღუდულ სივრცეში ძალიან პრაქტიკულად გამოიყენება. ის იძლევა საშუალებას, მაქსიმალურად აითვისოთ ყველაზე რთულად მისადგომი ადგილებიც კი.

გასაშლელი მაგიდა

შეარჩიეთ ისეთი მაგიდა, რომელიც ადვილად გაიშლება და დაიკეცება. გვერწმუნეთ, ამ რჩევისთვის მადლობას გვეტყვით.

ჩაშენებული
ტექნიკა

ჩაშენებული ტექნიკა სამზარეულოში არა მხოლოდ ადგილს დაგიზოგავთ, არამედ ვიზუალურადაც ინტერიერი ბევრად დახვეწილი და თანამედროვე იქნება.

განათება

სწორად შერჩეული განათების სისტემა და განათების წყარო თქვენს სამზარეულოს ვიზუალურად გაადიდებს.

გადასატანი მოწყობილობები

უპირატესობა მინიჭეთ მრავალფუნქციურ მოწყობილობებს, რომლის გადატანა-გადმოტანა, საჭიროების შემთხვევაში, არ იქნება დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულეებთან.

მრავალფუნქციური ავეჯი

უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ავეჯს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა შეასრულოს რამდენიმე ფუნქცია.

ორგანაიზერები

ორგანაიზერი ის ნივთია, რომელიც დაგეხმარებათ ნივთების დახარისხებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია ყოველთვის, მით უმეტეს შეზღუდულ სივრცეში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები