რამ შეიძლება ინტერიერი უგემოვნოდ აქციოს - მოძველებული ტრენდები, რაც ისევ ძალაშია


ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ თანამედროვე ინტერიერის ის დეტალები, რომელმაც შესაძლოა ადამიანის გემოვნება ეჭვქვეშ დააყენოს.

კერამიკული ფილა ე.წ. დეკორის კანტით


ეს გადაწყვეტილება ძალიან საფრთხილოა. თუ სახლს არ აქვს საკმარისად მაღალი ჭერი, ბორდიური ინტერიერს კიდევ უფრო დაადაბლებს.

ფოტოპრინტი სამზარეულოს წინსაფარზე

წავიდა ის დრო, როდესაც ფოტოპრინტი ადამიანებზე შთაბეჭდილებებს ახდენდა, ახლა მსხვილი ნახატი პლასტმასის წინსაფარზე ძალიან უგემოვნებოდ გამოიყურება. თუ აქცენტის გაკეთება გსურთ, უმჯობესია ეს ისევ კერამიკული ფილების მეშვეობით გააკეთოთ ან მინით.

პრიალა ჭერი


პრიალა ზედაპირს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს და ლამაზადაც გამოიყურება, თუმცა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ჭერზე არ ვსაუბრობთ. გლუვი ზედაპირი ჭერის შემთხვევაში ყოველთვის ბევრად ეფექტურია.

ფეხებიანი ტუმბო ნიჟარის ქვემოთ


ამის გაკეთებას არასდროს გირჩევთ, ყოველთვის ჯობია ამ დროს უპირატესობა დასაკიდ მოდელს მიანიჭოთ.

ოთახშორისი კარი დეკორით

მიუხედავად იმისა, რომ დეკორი წლების წინ ძალიან აქტუალური იყო, ახლა ლაკონური ერთ ფერი ბევრად ეფექტურად გამოიყურება თითქმის ყველ ასპექტში, მათ შორის ოთახშორისი კარის შემთხვევაშიც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები