როგორი შეიძლება იყოს ელეგანტური, ლაკონური, მყუდრო, კომფორტული დახვეწილი და რაც მთავარია, თანამედროვე ინტერიერი?
ამ სახლის ფართი 154 კვ.მ.-ია. არ არის მარტივი კომფორტსა და ფუფუნებას შორის ბალანსის დაცვა, მით უმეტეს, თუ დამკვეთი თანამედროვე სტილს ირჩევს. ლაკონიზმი ცოტა "სიცივისკენ" მიდის. "გასათბობად" მას დამატებითი დეტალები სჭირდება. ეს ინტერიერი ბალანსის მაგალითია. ყველა ფერი, ფორმა, მასალა ფაქტურა, ტექსტურა თანამედროვე სტილის არსენალიდანაა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მდიდრულ, მყუდრო და ელეგანტურ ინტერიერად ჩამოყალიბდა.
მისაღები ოთახი შესასვლელი ზონის ღია სივრცეშია განთავსებული. პალიტრა ბუნებრივ ფერებს ეყრდნობა - ხორცისფერი, მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო და ყავისფერი
ბუნებრივი ხის ტექსტურით. ღვინისფერი სავარძელი აქცენტად არის წარმოდგენილი. იატაკი მუხისაა, პარკეტი. ჭაღი მოოქროვილია.
ეს ხედი გახლავთ მისაღებიდან ჰოლისკენ, სადაც აქცენტის როლს ბიბლიოთეკა თამაშობს გეომეტრიული თაროებით.
ამ ინტერიერის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მისი უნივერსალობაა. მსგავსი ტიპის ბინა შეიძლება შეგხვდეთ, როგორც ევროპაში, ისე აშშ-სა და აზიაში. სტილს შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე-კლასიკური დეკორატიული ელემენტებით. განვმეორდით, ინტერიერს ახასიათებს თავშეკავებული ფერები, ლაკონური, ელეგანტური და კომფორტული ავეჯი და დეკორის ელემენტები, მოსაპირკეთებელი მასალების (ხე, მეტალი, შუშა, ქვა) ჰარმონიული ბალანსი.
რაც შეეხება სამზარეულოს, ძირითადად გამოყენებულია რელიეფური შუშა, ფერი - შავი, ხაოიანი.
საძინებლებიც ძირითადი ინტერიერის ლოგიკური გაგრძელებაა, ფერებითაც და სტილითაც, თავდაჭერილი, კამერული.
სველი წერტილებიც ფერთა გამით ჰარმონიულად ეხამება სახლის მთლიან ინტერიერს. აბაზანაში გამოყენებულია კერამოგრანიტი და მარმარილო. თავად აბაზანა აკრილის არის, ნიჟარა ოვალური ფორმის, სარკე - მრგვალი.