როგორ დავტვირთოთ ღია თაროები, რომ ქაოსის და არეულობის ეფექტი ავიცილოთ


ღია თაროებს თანამედროვე ინტერიერში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ამჯერად შემოგთავაზებთ მისი გაფორმების საინტერესო იდეებს.

შეგიძლიათ ყველაფერი ერთ სტილში გააკეთოთ, ეს ვარიანტი პირველ რიგში სამზარეულოსთვის არის მისაღები. ამ სივრცეში ღია შესანახი სისტემა ძალიან კარგად უნდა დაიგეგმოს, რათა ქაოსის ეფექტი არ შეიქმნას. ყველაზე ეფექტური ვარიანტი ღია თაროების გამჭვირვალე კონტეინერებით დატვირთვაა.

საერთო პალიტრა კი იმ მხრივ არის კარგი, რომ ღია თაროებმა არ გადატვირთოს სივრცე და არ შექმნას ვიზუალური ქაოსი. კარგი გადაწყვეტილებაა მასზე განთავსებული ნივთები იყოს ოთახის პალიტრის ფერში. ეს განსაკუთრებით უხდება მინიმალისტური სტილის
ინტერიერს.

გამაერთიანებელი ფერით კი შეგიძლიათ სხვადასხვა ნივთების ერთ კომპოზიციად გაერთიანება, რაც შესაძლებელია ერთი ფერით. ღია თაროებზე წიგნების არა მხოლოდ ერთ ფერად შენიღბვაა შესაძლებელი, არამედ მათი აქცენტად გამოყენება.

ძალიან კარგი იდეაა ასევე ღია თაროების თეფშებით, სხვადასხვა ჭურჭლით გაფორმება. სულ თეთრი ფერის თეფშებიც კი ძალიან ლამაზი იქნება, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ვინტაჟური ჭურჭელიც და ისიც ასევე ძალიან ეფექტურად გამოჩნდება.

ასევე კარგი გადაწყვეტილებაა თაროზე ინტერიერის ერთიანი სიუჟეტის გაგრძელება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები