"ნიუ-იორკში მდებარე ეს ეკლესია თანამედროვე დიზაინის ნიმუშია, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად შთამბეჭდავია, არამედ მიმზიდველი და სულიერად ამაღლებული" - ამბობს ქართველი დიზაინერი მარიტა კაპანაძე, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ამჯერად იგი ნიუ-იორკიდან ესაუბრა ambebi.ge-ს, თუ როგორ დააპროექტა სალოცავი სახლი, რომელიც 463 პერსონაზე გათვლილი...
- ეს შენობა არის სალოცავი სახლი (House Of Worship), რომელიც გათვლილია 463 პერსონაზე. მდებარეობს ნიუ იორკში, მე-17 ავენიუზე. დაპროექტებულია ნიუ იორკის რეგულაციების გათვალისწინებით და დამტკიცებულია DOB-ის მიერ (Department Of buildings). ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს აქტიური
მშენებლობა... დამკვეთი გახლავთ ერიკ სალგადო, მინისტრი და ნიუ იორკის მერობის კანდიდატი, ასევე ქალაქის საემიგრაციო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ბრუკლინის პასტორი.
დაკვეთა მიიღო ჩვენმა კომპანიამ Citiscape რამდენიმე წლის წინ, მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი აღნიშნულ ფირმაში, პროექტირება დაიწყო სხვა არქიტექტორ-დიზაინერმა, რაღაც ნაწილი სამუშაო უკვე შესრულებული იყო, თუმცა DOB-ისგან დახარვეზებული. ჩემი ფუნქცია იყო პროექტის გამართვა რეგულაციების მიხედვით, ყველა არქიტექტურული და ენერგო ეფექტურობის ხარვეზების აღმოფხვრა და ფაქტობრივად მომიწია თავიდან გადაპროექტება მთელი შენობის. ადვილი ნამდვილად არ იყო, რადგან ჩემი ერთ-ერთი პირველი კომერციული პროექტი, თან იმ დროისთვის მომიხდა საქართველოში წამოსვლა და გარკვეული დროით ონლაინ მუშაობა თბილისიდან.
მომიწია კომერციულ Zonning Regulation და Buildign Code-ებში გარკვევა და ამავდროულად გარკვეულწილად მათ რელიგიურ (ევანგელისტურ) რიტუალების გაცნობა. ბატონი ერიკი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც წარვუდგინეთ უკვე დასრულებული პროექტი და მივიღეთ მშენებლობის ნებართვა.პირადად გადამიხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელმა წარმადგინა, როგორც მისი პროექტის მენეჯერი.მე უკვე 2 თვეა გადავედი უფრო დიდ კომპანიაში მანჰეტენზე, თუმცა დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვადევნებ თვალს, ჩემს ყველა მიმდინარე პროექტს, ყოფილ თუ ახალ ფირმაში შესრულებულს.
რამდენიმე რელიგიური დაწესებულება გვაქვს უკვე დაპროექტებული ნიუ-იორკში, მაგრამ არცერთი ქართული (მხოლოდ სინაგოგა). სამწუხაროა, რომ აქამდე ვერავინ შეძლო და ააშენა ქართული, მართლმადიდებლური ეკლესია, მითუმეტეს, რომ საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს ნიუ-იორკის იმიგრაციას და მექსიკის საზღვრის გააქტიურება ეკლესიასაც დაეტყო. ხალხი წირვაზე გარეთ დგას და ისე ისმენს, იმდენად შეუძლებელია უკვე იმ პატარა სივრცეში მოთავსება, რაც ჩვენს ეკლესიას უკავია, შენობის პირველ სართულზე. დიდი ხანია ცდილობს ეკლესია შემოწირულებებით შეაგროვოს საკმარისი თანხა, მაგრამ აქამდე ვერ მოხერხდა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ასე გახშირდა ემიგრაცია საქართველოდან უსახსრობის გამო და არა სწავლისა და კარიერული წინსვლისთვის. მათ ალბათ განსაკუთრებით სჭირდებათ სალოცავი სივრცე, არამხოლოდ სულიერი ამაღლებისთვის, არამედ თუნდაც განმუხტვისა და ადამიანური კომუნიკაციებისთვის, მათსავე ქვეყნის შვილებთან. ეს ხალხი აქ არაადამიანურად შრომობს, წვალობს, დეპრესიასა და სასოწარკვეთას ებრძვის და ღმერთი უმრავლესობისთვის ერთადერთი იმედია. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ მარიტას ინტერვიუ ჟურნალ "შინ"-თან:
"გემოვნებიანი ერი რომ ვართ ზოგადად, აქედან ძალიან შესამჩნევია..." - ამერიკაში მცხოვრები ქართველი დიზაინერი და დეკორატორი