გსურთ გქონდეთ ნათელი, ვინტაჟური ინტერიერი, მაგრამ ბეტონის კედლები და შეუთეთრებელი ჭერი ხელს გიშლით? ნუ დაღონდებით. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოიყვანოთ თქვენი ჩანაფიქრი სისრულეში განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფართობშიც შეზღუდული ხართ.
ჩვენი პროექტის შემთხვევაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია არა განათებაზე ან რაიმე კონკრეტულ სტილზე, არამედ ყურადღბა გადატანილია კედლებსა და ჭერზე.
შემთხვევაში არ არის გაფორმებული ან მოპირკეტებული არც ერთი მატგანი, ისინი უბრალოდ შეღებილია რძისფრად. ასეზთმა დიზაინერულმა გადაწვეტილებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ვიზუალურად გადიდებულიყო ჩვენი სულ პატარა ფართის
ის სემთხვევაა, როდესაც ვინტაჟის სტილი ძალიან ჰარმონიულად შეერწყა ინტერიერს.
შემოსასვლელი
ბინაში შესვლისთანავე სტუმარს ხვდება ძალიან კომფორტული და ლამაზი ხის კარადები და მანეკენები.
სარკე, მანეკენი, თეთრი ფერი, ბეტონის ჭერი, აგურის კედელი, კარადის ორიგინალური სახელურები შემოსასვლელს უბრალო, მაგრამ ვიზულაურად ძალიან ეფექტურ ელფერს ანიჭებს.
სასტუმრო ოთახი
ვინტაჟს აქვს იმის საშუალება, რომ ინტერიერში გამოიყენოთ ბევრი თვქენთვის მისაღები დეტალი, ზოგჯერ უცნაურიც კი. ამ სტილის მთავარი მახასიათებელი კი ის არის, რომ აქცენტი კეთდება ასევე ფერად, ლამაზ აქსესუარებზე.
ყურადღება მიაქციეთ ამ ლამაზ ჭაღს, სკივრის ფორმის ტუმბოებს, რომეელბიც თეთრად არის შეღებილი. ასევე თვალში საცემია ოთახში მოთავსებული ორიგინალური ტორშერი.
ასევე ძალიან უხდება ჩვენს მისაღებს ეს ულამაზესი ბუხარი. ის ინტერიერის უმთავრესი ნაწილია.
სამზარეულო და სასადილო ოთახი
სამზარეულო და სასადილო ზონა ამ სახლში ერთმანეთს ერწყმის. ეს ძალიან ეფექტური და პრაქტიკული გადაწვეტილებაა მცირე ფართის პირობებში. სამზარეულოში თვაშისაცემია ძალიან ეფექტური განათება და დიდი სამუშაო ზედაპირი.
სამუშაო ზონა სასადილო ზონისგან შუშის კედლით გამოიყოფა. ჩაშენებული ღუმელი და მაცივარი მთლიანად ერწყმის ბეტონის კედელს. დიდი ზომის ფანჯარა კარგად აბალანსებს ფერთა გამას.
გაგაოცებთ ძალიან უჩვეულო და ლამაზი იატაკი, რომელსაც ალამაზებს ნამდვილი ბალახი.
აბაზანა
აბაზანა ამ სახლში პატარა, თუმცა კომფორტულია, მოსახერხებელი კარადებითა და ჩამოკიდებული ნათურებით. ასევე ძალიან ეფექტურია მარმარილოს ფილები.
საძინებელი
საძინებელი გამოვიდა ლამაზი, ნაზი, კომფორტული. ინტერიერში ჭარბობს თეთრი, ატმისფერი, ნაცრისფერი ფერები. ოთახი სავსეა ლამაზი აქსესუარებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ოთახი სულაც არ არის გადატვირთული. აქ ყველაფერი თავის ადგილზეა და თვალს უხეშად არაფერი ხვდება.
როგორც თავად დარწმუნდით, პატარა სახლი, დაუსრულებელი ბეტონის კედლებით, მინიმალური ავეჯითა და მაქსიმალური აქსესუარებით საკმაოდ შთამბეჭდავად და ეფექტურად შეიძლება გამოიყურებოდეს. ასეთი სახლისთვის თქვენ დაგჭირდებათ თეთრი საღებავი, კარგი ფანტაზია და რომელიმე ძველი ნივთების ბაზრობა აქსესუარების შესძენად.
ახლა კი შემოგთავაზებთ პროფესიონალი დიზაინერების რჩევებს:
1. პატარა ბინა აუცილებლად უნდა ოყოს ნათელი, ნუ დაიშურებთ ფულს სანათებსა და ჭაღებზე.
2. შეარჩიეთ მხოლოდ ძალიან კარგი ხარისხის თეთრი საღებავი. საღებავზეა დამოკიდებული, შემდეგ სარემონტო სამუშაოებს სამ წელიწადში ჩაატარებთ თუ 5 წელიწადში.
3. გაამახვილეთ ყურადღება აქსესუარებზე. თუ გასული საუკუნის სანათს გადააწყდით, აუცილებლად მიიტანეთ ხელოსანთან სარესტავრაციოდ. ვინტაჟის სტილში დეკორის და აქსესუარების ხარისხი ძალიან დიდ როლს თამაშობს.
4. არ გადატვირთოთ სივრცე. ავეჯი უნდა იყოს მინიმალური რაოდენობით.
5. მინა და მეტალი ნაკლებად გამოიყენეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ქვასა და დაუმუშავებელ ზედაპირს. ეს არ ეხება მხოლოდ სამზარეულოსა და აბაზანას.