10 რამ, რაც სახლის უგემოვნო მეპატრონეზე მიგვითითებს

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დეტალი ერთად რომ შევკრიბოთ, ე.წ. ელიტურ ევრორემონტს მივიღებთ. მრავალი დიზაინერული ფირმა იყენებს ამ მეთოდებს და აბნევს დამკვეთებს. ნუ მოტყუვდებით, ნუ ენდობოთ ბრმად ვითომ პროფესიონალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიპიური უგემოვნო ხელოსნების მსხვერპლი აღმოჩნდებით.

აი, ის 10 ძირითადი რამ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვხვდებოდეს გემოვნებით მოწყობილ სახლში.


სვეტები, ბოძები, თაღები და ათასი რამ, რაც სასახლის დეკორთან ასოცირდება.


ზოგი ადამიანი შეგნებულად უკვეთავს დიზაინერებს ბაროკოს სტილს, ზოგს კი სიტყვა კლასიკა აბნევს და შედეგად ასეთ უგემოვნო ინტერიერს იღებს. დიდ ფართობზე ასეთი დიზაინერული

გადაწყვეტა მუზეუმს მოგაგონებთ, ჩვეულებრივ, სტანდარტულ ბინაში კი უბრალოდ, ბუტაფორიად აღიქმება. ზედა ფოტოზე ჩვეულებრივ სამოთახიან ბინას ხედავთ, რომელიც ვითომ ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.


ასევე არ არის მიზანშეწონილი სახლში სარკეებისა დ პრიალა ნივთების სიმრავლე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სარკე ოთახს ვიზუალურად ადიდებს, პრიალა ნივთები ინტერიერს უფრო დახვეწილს ხდის, თუმცა ზოგი ამ მეთოდებით ბოროტად სარგებლობს და სახლს ჩვეულებრივ სარკის ლაბირინთად აქცევს.

ასევე არ არის მიზანშეწონილი მრავალიარუსიანი ფარდები. ეცდეთ მაქსიმალურად აარიდოთ თავი ასეთ გაფორმებას.


ცუდ ტონად ითვლება სახლში მრავალდონიანი პრიალა ჭერი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის იმიტაციით, ან რაიმე ფიგურებით მოხატული. მრავალი კომპანია ასეთ ნამუშევარს ექსკლუზივად აფასებს და წარმატებითაც ყიდის.



გაგიკვირდებათ და არიან ადამიანები, რომლებიც აი, ასეთ ჭერსაც კი უკვეთავენ.



შადრევანი ინტერიერში ძალიან სარისკო გადაწვეტილებაა. გირჩევთ ასეთი არჩვენისგან თავი შეიკავოთ.



ბევრი დიზაინერი ცდილობს თავს მოახვიოს დამკვეთებს აზრი, რომ ფენშუის თანახმად ეს ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა, თუმცა ნუ დაიჯერებთ. გარწმუნებთ, სისადავეს არაფერი ჯობია.

სიფრთხილით მოეკიდეთ ინტერიერში მოოქროვილ მასალებს. ჯობია უარი თქვათ მასზე, თუ ეს უბრალო იაფი იმიტაციაა.



ჭერზე დეკორატიული თაბაშირი კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ სახლი დიდი და მაღალჭერიანია. სხვა შემთხვევაში თაბაშირის გამოყენებას არავითარ შემთხვევაში გირჩევთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თაბაშირი ვერ იტანს იაფ ავეჯსა და მინიმალიზმს. 



გემოვნებით შერჩეული ნახატები კედელზე ძალიან ლამაზია. დაუკვირდით, ამ შემთხვევაში საკვანძო სიტყვაა "გემოვნება". არ გირჩევთ ცნობილი მხატვრების იაფფასიანი რეპროდუქციის გამოყენებას. ასეთ ნახატებს ხელოვნებასთან არანაირი კავშირი აქვთ, რადგან ისინი ძალიან დაბალი ხარისხის ნამუშევრებია.



ასევე ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ სუვენირებსა და ეგზოტიკურ ნივთებს. დიდი რაოდენობით სუვენირები თქვენს სახლს უბრალოდ გადატვირთავს და ქაოსურ ელფერს შესძენს.

კომენტარები

natsvlishvili 2023-01-21 22:50
აბსოლიტურად ვეთანხმები ავტორს. ჩვე
მთვარისა მარჯანიძე 2023-01-21 00:33
სრული სიმართლეა❗️ საშინელი დიზაინია ყველა❗️
gia 2023-01-20 14:43
ძალზე პროფესიული სტატიაა, მადლობა, გააზნაურებულ მდაბიოებს ახასიათებთ ასეთი უგემოვნება, ვინაიდან, უმეტესწილად, გაუნათლებელ ადამიანებს აქვთ შეძლება, ქაჯების ზეიმი...
მალვინა 2019-08-30 11:43
ძალიან საინტერესოა ამ სტატიის დამწერი თვითონ როგორ დადიზაინერებულ სახლში ცხოვრობს.
კეთილის მსურველი 2018-02-12 17:52
ძალიან კარგი იქნებოდა ეს დამცინავი ტონი რომ არ გასდევდეს ლაითმოტივად ამ სტატიას. ნამდვილად ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს, თუმცა ესეთი ტონით დაწერილმა სტატიამ ნამდვილად გამაღიზიანა. ყველა ადამიანს თავისი კომფორტის ზონა აქვს და ისე აწყობს სახლს როგორც მისთვისაა მისაღები, ამიტომ ესეთი რადიკალური და გადაჭრითი ტონისგან ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ. არც თქვენი სტატიები პროფესიონალიზმის ზეიმი, მაგრამ ამას ხაზს არავინ უსვამს ;)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები