ფრიდონ ნიჟარაძე - უშგულელი გენიოსი, რომელიც უცხოელ და ქართველ ტურისტებს აოცებს

ფრიდონ ნიჟარაძის სახელი ბევრისთვის ალბათ სრულიად უცნობია, თუმცა მას კარგად იცნობენ ის ქართველები და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან უშგულში და ამ დიდებული სვანი მხატვრის ნამუშევრები უნახავთ. მასზე ბევრჯერ დაუწერიათ უცხოელებს, ბევრი სიუჟეტი მიუძღვნიათ საქართველოშიც, რადგან ძნელია, ნახო და არ გაოცდე, არ აღფრთოვანდე სვანეთის ერთი პატარა სოფლის პატარა სახლში გამოკეტილი ამ გენიალურობით.

მას სიურრეალისტ მხატვარს, გენიოსს უწოდებენ. მას თავისი უჩვეულო სამყარო აქვს, რომლითაც ყველას აოცებს. ნახატების დიდი ნაწილი წლების წინ კაპიკებად გაყიდა, ძირითადად, ტურისტებზე. ახლა კი მისი სახლის კედლებზე სულ

რამდენიმე ნახატი შემორჩა. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს თავის ამბებს: "ბავშვობიდან ვხატავ. შუახევში დავიბადე, მთლად ტიტლიკანა თოვლში გამოვდიოდი და იქ ნახშირით და ცარცით ვხატავდი, ფარდას ვინ მომცემდა?! მფრინავ ადამიანებს ვხატავდი-ხოლმე, მერე ქუთაისში სამთო-ტექნიკურში ვიყავი, შემდეგ ჯარში, ბოლოს კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მწყემსიც ვიყავი და ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯზე ვხატავდი. სამხატვროს დამთავრების შემდეგ, ფსიქიატრიულში მოვხვდი, რადგან ეკლესიის სიწმინდეები დავიცავი, იქ სისხლისგან დამცალეს და იმის მერე ნევროზის წამლებს ვსვამ. ასეა, ხალხი ხან ბრბოა და ხან ბრძენი, მე უფრო ბრბოდ მიმაჩნია. თემური წყობილებიდან დაწყებული დღემდე, ნახეთ ცივილიზაცია რა დღეშია"...

ნახეთ მისი ნახატები - ამ ადამიანს უნდა იცნობდეთ.

 

კომენტარები

ნინო გვაჯაია 2018-02-28 00:54
მართლაც რომ გენიოსია, მისი შესრულებული ნახატები კი - საოცრება.
ირმა 2017-03-13 14:12
ასეთებს სამწუხაროდ სიცოცხლეში არაფრად არ აგდებენ ეს ნამდვილად მედროოვეები და სიკვდილის მერე გახდიან გენიოსებს
მმმმმ 2017-03-13 14:10
გენიოსი ნამდვილად!
დარია 2017-03-11 18:19
შეიძლება ასეთს არ მიაქციო ყურადღება დაასეთი ნახატები კაპიკებში გარეთ გაიზიდოს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები