კეიტ მიდლტონის და პრინც უილიამის ცხოვრებისეული დეტალები ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მათ ძალიან ხშირად აშუქებენ ჟურნალისტები, აი, ბუტანის დედოფლის ცხოვრება კი ნამდვილად ცოტასთვისაა ცნობილი.
ჩვენ შევეცდებით ფარდა ავხადოთ ულამაზესი დედოფლის, ჯეცუნ პემა ვანგჩუკის ცხოვრებას.
სანამ თავად დედოფალზე ვისუბრებდეთ, გავეცნოთ რამდენიმე ფაქტს მისი სამშობლოს შესახებ. ბუტანი საოცარი, ზღაპრული ქვეყანაა, რომელიც ჰიმალაის მთებში მდებარეობს. ის ინდოეთსა და ტიბეტს შორის არის გადაჭიმული. ეს ადგილი ცივილიზაციას საკმაოდ არის მოწყვეტილი.
თავისი არსებობის მანძილზე ბუტანი მოწყვეტილი იყო დანარჩენ სამყაროს როგორც ბუნებრივი, ისე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. სულ
ბუტანში ბუდიზმი ყვავის, ამიტომაც ამ ქვეყანაში წარმატებას განსაზღვრავს არა ჯიბის სისაქე არამედ ადამიანის ბედნიერების ხარისხი.
25 წლის ჯეცუნ პემა ბანგჩუკი და მისი 36 წლის მეუღლეს, ჯიგმე კხესარ ნამგიალ ვანგჩუკს ჰიმალაის კეიტსა და უილიამს უწოდებენ.
ეს წყვილი ერთმანეთს ხალხის თანდასწრებითაც კი ძალიან დიდი სითბოთი და სინაზით ეპყრობა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნაში მრავაცოლიანობა კანონით იყო მიღებული, ჯიგმე კხესარმა ამ ტრადიციას წერტილი დაუსვა. მან საქვეყნოდ განაცხადა, რომ ჯეცუნი მისი ერთადერთ მეუღლე იქნებოდა.
განათლება ჯეცუნმა ინდოეთში მიიღო. ამჟამად უმაღლეს განათლებას ლონდონში იღებს. საერთაშორისო ურთიერთობებს შეისწავლის. მშობლიური ძონგ-კე-ს გარდა დედოფალი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე და ასევე ფლობს ჰინდს.
სხვათა შორის, ჯეცუნს და კეიტ მიდლტონს ბევრი საერთო აქვთ, ჯეცუნიც, ისევე როგორც კეიტი, მისდევდა სპორტს და გუნდის კაპიტანიც კი იყო კალათბურთში. ორივე დედოფალი ეწევა ქველმოქმედებას და ორივე ეთაყვანება ხელოვნებას.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯეცუნს საკუთარი ინსტაგრამიც კი აქვს. ბუტანის დედოფალი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად შეიძლება ჩაითვალოს.
ბუტანის მოსახლეობა საკუთარ დედოფალს მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს.
დედოფალი თვლის, რომ ადამიანის გარეგნობა საკმარისის იმისთვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი დაინტრესდეს შენი შინაგანი სამყაროთი.
ჟეცუნი უბრალო ოჯახის შვილია. ბუტანში დედოფალს ეტაყვანებიან და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედოფალი უნდა უყვარდეთ, ეს ნაზი ქალბატონი ძალიან ბევრი დადებითი თვისების მატარებელია, რასაც მისი ქვეყანა კარგად ხედავს და აფასებს.
კომენტარები