თეთრი სახლისა და კრემლის შესახებ თითქმის ყველა ადამიანს სმენია, მაგრამ საინტერესოა, სად ცხოვრობენ მსოფლიოს სხვა ლიდერები.
რაღა თქმა უნდა, ზღაპრულ სასახლეებში, რომლებიც სრულიად შეესაბამება მათ სტატუსსა თუ შესაძლებლობებს. ეს სასახლეები თუ ვილები უმაღლეს დონეზე არის მოწყობილი, საკუთარი ვერტმფრენის დასაფრენი მოედნებითა თუ ხელოვნების ნიმუშებით. ასეთია მაგალითად იმპერატორის სასახლე ტოკიოში, ასევე პარიზის ელისეს სასახლე. მოკლედ, წარმოგიდგენთ 12 ქვეყნის ლიდერის უმდიდრეს სასახლეს.
ალვორადას სასახლე, იგივე განთიადის სასახლე ბრაზილიაში. ამ სასახლეში ცხოვრობდა ამ ქვეყნის ყველა პრეზიდენტი 1956 წლი
სახლი გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით. აქ არის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის რეზიდენცია, ორი სასტუმრო ნომერი, უზარმაზარი სასტუმრო ოთახი, ასევე ოლიმპიური სტანდარტების და ზომის აუზი, ბიბლიოთეკა, მუსიკალური ოთახი და რამდენიმე სასადილო ოთახი.
თუმცა, ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი ამ საოცარ სასახლეს ვერაფრით მოერგო და მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად იმ სახლში გადავიდა, რომელშიც ვიცეპრეზიდენტობის დროს ცხოვრობდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საოცარ რეზიდენციაში მეუღლესთან ერთად თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა და ცხოვრებაში პირველად დაფიქრდა იმაზე, მართლაც ხომ არ არსებობენ მოჩვენებებიო. უცნაურია არა? თუმცა, ასეც ხდება.
ელისეს სასახლე კი საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური რეზიდენცია 1840 წლიდან არის. პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სასახლეში 2012 წლიან ცხოვრობს.
1722 წელს აშენებული სასახლე ოქროშია ჩაძირული. ეს სასახლე მთლიანად სიმდიდრის განსახიერებაა. განსაკუთრებით გამოირჩევა სადღესასწაულო დარბაზი, რომელშიც ყოველი პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება ხოლმე. აქვე იმართება კონფერენციები და ბანკეტები.
პრეზიდენტის კაბინეტი თითქმის მთლიანად ოქროსია. აქ ოქროსია ყველაფერი, კედლები, სკამები, მაგიდა და ა.შ.
ეს იმპერატორის სასახლე კი ტოკიოს ცენტრში მდებარეობს. ის უზარმაზარი სკვერრით არის გარშემორტყმული.
სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობს ოჯახთან ერთად იაპონიის პრეზიდენტი აკიხიტო.
აი, ამერიკის თეთრ სახლში კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საპრეზიდენტო რეზიდენციაა. ფოტოზე აღბეჭდილია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოთახში.
თეთრ სახლში ორი სასადილო ოთახია, ერთი პრეზიდენტისთვის, ერთი კი სტუმრებისთვის.
ეს კი მოსკოვის კრემლია, რომელიც მე-15 საუკუნეშია აშენებული.
ის რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური რეზიდენციაა.
ეს კი კრემლის ტერიტორიაზე არსებული სენატის სასახლეა, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური რეზიდენცია.
პრეზიდენტის სასახლე ჰანოეში, ვიეტნამში. ეს სასახლე ინდო-ჩინეთის გენერალ გუბერნატორის მიერ არის აშენებული 1906 წელს. დღესდღეობით ის ოფიციალური წვეულებების გასამართად გამოიყენება.
სასახლე ფრანგი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული.
ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერი არ გახლავთ, თუმცა მაინც ძალიან ცნობილი პიროვნებაა. ბუკინგემის სასახლე ბრიტანელი მონარქის ოფიციალური რეზიდენცია გახლავთ 1837 წლიდან.
სასახლეში 775 ოთახია. 52 საძინებელი სამეფო ოჯახის წევრებისათვის, 188 საძინებელი პერსონალისთვის, 92 კაბინეტი და 78 აბაზანა.
ინგლისის პრემიერ-მინისტრი კი ლონდონში ცხოვრობს. მისი მისამართი დაუნინგ-სტრიტია, ნომერი 10. სახლში, რომელიც გეორგ II-მ აჩუქა რობერტ უოლპოლს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თეთრ სასახლეში ცხოვრობს. ეს გახლავთ პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია ანკარაში. სასახლის მშენებლობას 615 მლნ დოლარი დასჭირდა.
სასახლეში 1100 ოთახზე მეტია. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრი სახლისა და ვერსალის ოთახებია ერთად აღებული.
ეს კი გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენციაა ბერლინში 1994 წლიდან. ის 1785 წელს არის აშენებული.
კვირინალის სასახლე რომში რომის პრეზიდენტის სამიდან ერთ-ერთი რეზიდენცია გახლავთ.
სასახლე სიდიდთ 20-ჯერ აღემატება თეთრ სახლს. ეს გახლდათ 30 რომის პაპის, იტალიის 4 მეფის და 12 პრეზიდენტის სახლი.
ეს კი ვადუცის სასახლეა, ლიხტენშტეინის მთავრის სახლი. ეს სასახლე უცხო პირთათვის დაკეტილია. მისი მონახულების დღე 15 აგვისტოა, ეროვნული დღესასწაული. ამ დღეს აქ იმართება დიდი წვეულებები.