ეს მიტოვებული ცემენტის ქარხანა იყო... ახლა მისი ხილვა ყველა მნახველს აოცებს

არქიტექტორმა რიკარდო ბოფილიმ ბარსელონას მახლობლად მდებარე წლების წინ მიტოვებული ცემენტის ქარხანა საკუთარ სახლად აქცია. ამ სახლის ინტერიერი გულგრილს ვერავის დატოვებს.

რიკარდო ბოფილი ამ მიტოვებულ შენობას 1973 წელს გადააწყდა და პროფესიულმა ალღომ უკარნახა, რომ აქ საოცარი რამის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ამ მიტოვებული შენობის ულამაზეს საცხოვრებელ სახლად გადაკეთებას 45 წელი დასჭირდა.

ეს ცემენტის ქარხანა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე აშენდა, თუმცა წლების განმავლობაში ქარხანას გარემოსთვის უფრო მეტი ზიანი მოჰქონდა, ვიდრე სარგებელი და მისი დახურვა გადაწყვიტეს. გადიოდა წლები, ქარხანა კი მიტოვებული იყო, ის

არავის არაფერში ჭირდებოდა, სანამ არქიტექტორმა ბოფილმა მისი შეძენა არ გადაწყვიტა. ნიჭიერმა არქიტექტორმა ქარხნის შიშველი კედლები ხელოვნების ნიმუშად აქცია. მან შენობის მცენარეებით გალამაზება გადაწყვიტა, ასევე ერთმანეთისაგან გამიჯნა სამუშაო და დასასვენებელი ზონა. არქიტექტორი ამ პოროექტს მის ცხოვრებაში უმთავრეს საქმედ მიიჩნევს.

მაშ ასე, არქიტექტორმა ეს ქარხანა 1973 წელს შეიძინა.



ამ შენობაში მან უდიდესი პოტენციალი დაინახე და მაშინვე ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა.



დანგრეული კედლების დეკონსტრუქციას რამდენიმე წელიწადი დასჭირდა. ამის შემდეგ არქიტექტორმა და მისმა გუნდმა მშენებლობა დაიწყეს.



მუშებმა უამრავი მცენარე დარგეს, შედეგად დღესდღეობით შენობა ბოტანიკურ ბაღს წააგავს.



მშენებლებმა მთლიანად შეცვალეს ამ შენობის სტრუქტურა, ქარხანა საცხოვრებელ სახლად აქციეს.



ბოფილმა საკუთარ ვებ-გვერდზე შემდეგი რამ დაწერა: "სამუშაო ადგილი ცემენტის ქარხანა - უპირატესობაა".



ყველა ოთახი ცალკე დაპროექტდა. აქ ორ ერთნაირ ოთახს ვერ ნახავთ.



“ასე მგონია, რომ ვცხოვრობ დახურულ სივრცეში, რომელიც გარე სივრცისგან და ყოველდღიურობისგან მიცავს”, - წერს რიკარდო.



აქ ცხოვრება ისე მიედინება, რომ ზღვარი დასვენებასა და მუშაობას შორის პრაქტიკულად შეუმჩნეველია.



სახლის სივრცე უამრავი დასასვენებლი ზონისაგნა შედგება.



საამუშაო სივრცე სახლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თავად არქიტექტორის ოთახი სტუდიოს სტილშია მოწყობილი, სადაც მუშავდება ახალ-ახალი პროექტები.

სასადილო ოთახი და სამზარეულო ოჯახის წევრთა შეკრების ადგილია.

სახლის გარშემო მრავლადაა ევკალიპტი, ზეთისხილის ხე და პალმა. აქ თავი რომანტიულ სასახლეში გეგონებათ.



მიუხედავად უდიდესი ტრანსფორმაციისა, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მაინც უამრავი სამუშაო დარჩა ჩასატარებელი.



თავად არქიტექტორი ქარხნის ეტაპობრივ გარდაქმნას საკუთარ შემოქმედებით განვითარებას ადარებს.



სამუშაოები არ ჩერდება და იქამდე გაგრძელდება, სანამ არქიტექტორს მუშაობის უნარი ექნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები