რატომ არ უნდა გადადოთ ფული შავი დღისთვის და როგორ უნდა შეაგროვოთ ფული სწორად?

ბავშვობაში ყველა ჩვენგანს ჰქონია ყულაბა, რომელშიც ფულს აგროვებდა რაიმე ლამაზი და სასურველი ნივთისთვის. საოცნებო ნივთი შესაძლოა ყოფილიყო თოჯინა, მანაქანა ან უბრალიოდ საყვარელი კანფეტი ან ნაყინი. ასაკთან ერთად ადამიანის მოთხოვნილებები იზრდება, შესაბამისად იზრდება შესაგროვებელი ფულის ოდენობაც, სასურველი და საჭირო თანხის შესაგროვებლად თვეები ან სულაც წლებია საჭირო. ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ იციან ფულის შეგროვება და თავად განაპირობებენ საკუთარ სიღარიბეს.

რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალიან სწრაფად აღწევს სასურველ ფინანსურ მიზანს, ზოგს კი ამისთვის წლები სჭირდება? გაგიზიარებთ გამოცდილ მეთოდს, თუ როგორ

არის შესაძლებელი ფინანსების ეფექტურად მართვა.

1. ფული უნდა ინახებოდეს კარგ საფულეში. საფულეს ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ მის ხარისხსა და ფერს. ამბობენ, რომ ფულს წითელი, ყავისფერი და ოქროსფერი და ნატურალური მასალა უყვარს. ასევე გირჩევთ, არ გადააგდოთ ძველი საფულე.

2. ეცადეთ თავიდან მოიშოროთ რკინის მონეტები, შელახული და დახეული კუპიურები. ასევე ფული წარწერებით. ასეთი ფული ყველაზე ადრე მოიცილეთ და ისინი არ აგროვოთ.



3. ძველი ჩეკების და ბილეთების ადგილი თქვენს საფულეში არ არის.  უფრო დაწვრილებით საფულის არჩევის შესახებ, იხილეთ სტატია

4. როგორც იცით, ქარის მოტანილ ფულს ქარივე წაიღებს, ასე რომ, ნაპოვნი ან არცთუ სუფთა გზით ნაშოვნი ფული უმჯობესია ქველმოქმედებას მოახმაროთ.

5. ყველამ კარგად იცის ძველისძველი გამოთქმა, ფულს თვლა უყვარსო. ნურასდროს დაივიწყებთ ამის შესახებ. თუმცა თუ ფულის შეგროვება გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, გადადებულ ფულს ხშირი თვლა არ უყვარს.



6. საფულის პატარა თილისმას თქვენთვის ბარაქის მოტანა შეუძლია. ოჯახის ფოტოების საფულეში მოთავსებას კი არ გირჩვეთ, ეს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს შეუშლის.

7. არასდროს დახარჯოთ ბოლომდე ნაღდი ფული. იმისათვის, რომ ყოველთვის გქონდეთ ფული, თქვენს საფულეში ყოველთვის უნდა იდოს ერთი კუპიურა მაინც.

8. ყოველი ჩვენგანი ცდილობს გადადოს გარკვეული თანხა შავი დღისთვის, თუმცა ეს პროცესი ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მსგავსი ფორმულირება სიღარიბისკენ გიბიძგებთ. მუდმივად ცუდზე ფიქრის დროს მართლაც ხდება რაღაც ცუდი. გირჩევთ, უბრალოდ ეკონომიურად განკარგოთ თქვენი ფინანსები და თანხა რაიმე სასიამოვნოსთვის გადადოთ, მაგალითად, მოგზაურობისთვის.



ეს უძველესი მეთოდი კი ფულის შეგროვების საუკეთესო ხერხად მიიჩნევა. აბა, სცადეთ:

შეარჩიეთ ფულის 27 ერთეული, ეს შეიძლება იყოს მონეტა, ქაღალდის ფული, სხვადასხვა ოდენობის თანხა. მოძებნეთ სახლში ადგილი, სადაც ამ ფულის შეანახვას შეძლებთ. ჩაიფიქრეთ თქვენთვის, რომ რაღაც კარგი საქმისთვის, კარგი ამბებისთვის ინახავთ ამ ფულს.


27 დღის განმავლობაში ყოველდღე დაამატეთ მას თანხა, შედეგად შეგროვებულ თანხასაც მიიღებთ და ამბობენ, რომ იღბალსაც მიიზიდავთ ფულის შოვნაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები