კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს დღეს სოლოკონცერტი ჰქონდა ერთ-ერთ კლუბში, სადაც მისი კოლეგები და თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. როგორც ცნობილია, გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკოსია, მაია ასევე არის ორი შვილის - ტყუპი ბიჭის დედა და მათ ძირითადად მარტო ზრდის. მაიკოს შვილები ასევე ძალიან ნიჭიერები არიან და დედის და მომღერალი მამის - ლევან ლაზარიშვილის კვალს მიჰყვებიან ჯერჯერობით, ორივე შესანიშნავად მღერის. თუმცა დავუბრუნდეთ კონცერტს, რომელზეც მაიას საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს და კონცერტის ბოლოს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მას სამოთახიანი ბინა აჩუქა.
მაიას გაუჭირდა სცენაზე ამ ტექსტის წაკითხვა, მოგვიანებით კი
მოგვიანებით მაიამ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მისი კუთვნილი ბინა ბანკში დევს და იქიდან როდის გაუშვებენ იქიდან, კაცმა არ იცის... ცოტა რომ დაწყნარდა, ამ სასიხარულო ფაქტს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა:
"მოვედი აზრზე და ახლა დავწერ ცოტას.
ცხორებაში არაფერი უჩუქებიათ, რაც ერთი ათად არ გადამიხდია და ვინც ელოდება, გადავიხდი კიდევ. არც არაფერი მომიგია არასოდეს და არ მეჯერა, თუ ასეთი ამბავი ჩემს თავს მოხდებოდა... ხალხის უმრავლესობა კი წერს, დაიმსახურეო, მაგრამ მე მაინც ვერ ვიჯერებ. მოკლედ, უბედნიერესი ადამიანი ვარ ყველა ასპექტში, შვილებით, საყვარელი საქმით, მეგობრებით, ჩემი დით, მშობლებით, ბებია და ბაბუათი, თქვენით, რომ არ იშურებთ თბილ სიტყვებს და სურვილებს, ჩემი მოსწავლეებით და აბსოლულტურად ყველაფრით... მადლობა ჩემს მომღერალ კოლეგებს, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. მადლობა სამშენებლო კომპანიას და მადლობა ღმერთს, რომ ვუყვარვარ".
კომენტარები