გოგა ჩანადირმა ამჯერად ფეისბუქსაზოგადოებას უკრაინელი გოგონა გააცნო, რომელიც ქართული მიწით სამკაულებს ამზადებს:
"ეს დარია ხოლოდილინაა.
რაღაც 2 წელია, საცხოვრებლად დონეცკიდან საქართველოში გადმოვიდა. ისწავლა ქართული ენა და დამწერლობა.
ბოლო დროს ქართული მიწით ამზადებს სამკაულებსა და სხვა საჩუქრებს.
უკვე 70 ლარი გამოიმუშავა და წიგნის ფესტივალზე სულ წიგნები იყიდა, რომლებსაც დევნილ ბავშვებს გადასცემს.
მან თავის საქმეს "ფესვები" დაარქვა.
თუ გსურთ დარიას, რომელსაც დარიკოთიც კი მივმართავ ხოლმე, გვერდით დაუდგეთ, რათა მან უფრო მეტი წიგნი შეიძინოს, ფბ-გვერდზე შეეხმიანეთ:
ფბ-გვერდი "ფესვები".