აი, რა შეიძლება გაკეთდეს ნახევრად დანგრეული ბოსლისგან

მექსიკის ყურესთან მდებარე ერთ-ერთ ქალაქში, პანამა სითიში (აშშ, შტატი ფლორიდა), აუქციონზე გასაყიდად ერთი მშვენერი სახლი გაიტანეს. სახლი მალევე გაიყიდა. ადგილი კი, რომელიც ამ სახლს ჰქონდა და რომელიც ერთ დროს საქონლის თავშესაფარი იყო, იმჟამად კი მხოლოდ სათავსოს ფუნქციას ასრულებდა, არავის აინტერესებდა. თუმცა, ერთ-ერთმა წყვილმა გარისკა, მოინდომა და ყოფილი ბოსელი მშვენიერ სახლად აქცია.



პანამა სითის მკვიდრმა დებიმ ქმართან ერთად ავანტურაზე წასვლა გადაწყვიტა და ეს ბოსელი მის გვერდით მდებარე ავტოფარეხთან ერთად შეიძინა. 2 თვის შემდეგ ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა და და ძველი სათავსოს მაგივრად

მყუდრო, ლამაზი სხლის ნახვა შეიძლებოდა. მხოლოდ ელექტროგაყვანილობისთვის გახდა საჭირო სპეციალისტების მოყვანა.



ინტერიერი ვინტაჟის სტილშია გაკეთებული. ყველაფერი ახალი რომ არ შეეძინათ, კრეატიულმა წყვილმა ძველი ავეჯის რესტავრაცია გადაწყვიტა. სკამები, საწოლი, მაგიდა საკუთარი ხელით განაახლეს. ინტერიერი თეთრ-ლურჯ ფერშია.



ეს მყუდრო რეტრო საძინებელი გახლავთ, რომელსაც დეკორის პატარ-პატარა დეტალები კიდევ უფრო მეტ ხიბლს და სიმყუდროვეს სძენს.



სახლის მთავარი განძი ბუხარია. ეს ბუხარი სახლის მფლობელებმა ინტერნეტიტ შეიძინეს ძველმანებში, კი არ შეიძინეს, უფასოდ მიიღეს, მხოლოდ მისვლა და წამოღება უნდოდა. რეალურად კი ეს ბუხარი სახლის დეკორის მთავარ ელემენტად იქცა. ამ ბუხრის შიგნით თანამედროვე ელექტრობუხარი იმალება ნახშირის იმიტაციით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები